უფლებამოსილების დელეგირება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Delegation of Power

ძალაუფლების დელეგირება მთავრობის ერთი განშტოებიდან მეორე განშტოებაზე და ერთი ოფიციალური პირიდან მეორეზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფუნდამენტური პრინციპია. ამერიკის კონსტიტუციის პირველი მუხლი ყურადღებას ამახვილებს ამერიკის კონგრესის ძალაუფებაზე და შემდეგ  უფლებას ანიჭებს  კონგრესს, „რომ მიიღოს ყველა კანონი, რომელიც ზემოხსენებული ძალაუფლების აღსრულებისათვისაა საჭირო“. მაგრამ რა დოზით შეიძლება იყოს ზუსტი ასეთი კანონები? თუ კონგრესი შეეცდება დააკანონოს ადმინისტრაციული თანამდებობის პირების სრული უფლებამოსილება, შედეგად უუნარო მთავრობას მივიღებთ. ყველა გაუთვალისწინებული შემთხვევა წინასწარ უნდა იქნეს განჭვრეტილი; კანონმდენლობა უნდა იყო განმსაზღვრელი პოლიტიკის ყველა ფაზაზე. უფრო მეტიც, საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანა ახალი კანონით უნდა ხდებოდეს. კონგრესი, როგორც წესი, გაურბის დეტალურად გაწერილი კანონმდებლობის შემუშავებას. ამის საპირისპიროდ, მათ  ურჩევნიათ ზოგადი პოლიტიკური მიზნების ჩამოყალიბება, ხოლო ადმინისტრაციისათვის უფლების დელეგირების პირობებში მეტი პასუხისმგებლობების აკიდება. ბევრი მკვლევრის მოსაზრებით, თუ დელეგირება იმდენად ზოგადია, რომ ადმინისტრატორს აძლევს საშუალებას კონგრესის ხელმძღვანელობის ან სტანდარტების გარეშე განახორციელოს საკანონმდებლო უფლებამოსილება, მოთხოვნები უფლებამოსილების გაყოფის შესახებ  უნდა გაუქმდეს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: