იმპიჩმენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Impeachment

აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება კვაზისასამართლო პროცესი საჯარო სამსახურის ოფიციალური პირების თანამდებობიდან გადასაყენებლად. იმპიჩმენტი დასაწყისია პროცესისა, როცა პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ფედერალური მოსამართლეები და სხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები თანამდებობიდან თავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ წაყენებული ბრალდებები დაუმტკიცდათ. თანამდებობის პირები შეიძლება დადანაშაულებულ იქნენ ღალატში, ქრთამის აღებასა და სხვა უმაღლესი რანგის დანაშაულსა თუ სამსახურეობრივ გადაცდომებში. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას უმრავლესობის გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტის წაყენების უფლებამოსილება აქვს და მხოლოდ ამერიკის სენატს შეუძლია იმპიჩმენტის ბრალდებები სისრულეში მოიყვანოს. თანამდებობის პირი იმპირჩმენტისგან გათავისუფლდების უფლებემოსილებით ასევე სენატი სარგებლობს, რისთვისაც მისი წევრების ხმათა ორი მესამედია საჭირო. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის წარმოების უფლებამოსილება უზენაეს მოსამართლეს გააჩნია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: