მოლოდინის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Expectancy Theory

თეორია, რომლის მიხედვით, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს საკუთარი საქმიანობის საფუძველზე მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული სახის კოგნიტური მოლოდინები უჩნდებათ. შესაბამისად, მოტივაციის არსებობა ინდივიდის მოლოდინებსა და არჩევანზეა დამოკიდებული. „მოლოდინი“ ამ შემთხვევაში გულისხმობს დაქირავებულის მიერ აღქმულ ალბათობას, რომ მის მიერ სამუშაოს შესრულების მიზნით განხორციელებული გარკვეული ძალისხმევა გარკვეულ შედეგს გამოიღებს პირადი წახალისების ისეთი ფორმების შეთავაზებით, როგორიცაა დაწინაურება, ხელფასის მომატება და სხვა, ან პირიქით, ააცილებს შესაძლო ნეგატიურ ისეთ მოლოდინებს, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა, დაქვეითება და ა.შ. ღირებულება, რომელსაც დაქირავებული ანიჭებს ზემოთ აღნიშნულ შედეგს ვიქტორ ჰ. ვრუმის მიერ (Victor H. Vroom) 1964 წელს გამოცემულ წიგნში „სამუშაო და მოტივაცია“ (Work and Motivation, 1964) შესრულებული სამუშაოს სანაცვლო ვალენტობად იქნა იდენტიფიცირებული. ვალენტობა შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური, იმის მიხედვით, თუ რამდენად პოზიტიურია ან ნეგატიური შესრულებული სამუშაოს სანაცვლო მოლოდინი. პოზიტიურია მოლოდინი, თუკი დასაქმებული შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კონკრეტულ სარგებელს ელის, ხოლო ნეგატიური მაშინ ხდება მოლოდინი, თუკი ინდივიდის მიერ საქმის შესრულება ნეგატიური მოლოდინების (სამსახურიდან გათავისუფლება, ჯარიმა და ა.შ.) თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: