სამეზობლო ასოციაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Neighborhood Association

აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება სამეზობლოს მაცხოვრებლების გაერთიანების ორგანიზების ფორმა. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში მეზობლები ერთიანდებიან ასოციაციებში. ეს ასოციაციები ხშირად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ და  განიხილებიან საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების ზეგავლენის მატარებელ ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ. სამეზობლო ასოციაციები შეერთებულ შტატებში აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივი პრობლემებზე მსჯელობის პროცესში და ჩართული არიან არა მარტო დაგეგმივის, არამედ იმპლიმენტაციის პროცესშიც. მაგალითად, ისინი ადგილობრივ მთავრობას სამეზობლოს ინტერესების დაცვას სთხოვენ. ისინი ხშირად ადგილობრივი მთავრობის დეცენტრალიზაციის მომხრე მოძრაობის სახეს იღებენ და, ამ მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების უსერიოზულეს დასაყრდენ ძალად წარმოგვიდგებიან. ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი სამეზობლოს მაქსიმალურ ავტონომიურობას ემხრობიან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: