პროცესები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია ცნობიერი კონტროლის, განზრახვის გარეშე. ცნობიერი კონტროლით მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, ავტომატური პროცესები ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვენ, უფრო სწრაფად ხორციელდებიან, ნაკლებად მოწყვლადნი არიან დაღლილობისა და ალკოჰოლის ზემოქმედებისადმი. ისინი შეიძლება სხვა მოქმედებების პარალელურად ხორციელდებოდნენ. ზოგიერთი ავტომატური პროცესის ფორმირება მოითხოვს პრაქტიკას (გავარჯიშებას) და გავარჯიშების შემდეგ ნაკლებ კონტროლს საჭიროებს. სტრუპის ეფექტი ავტომატური გადამუშავებისა და ავტომატურად მიმდინარე პროცესების კარგი მაგალითია. ავტომატური პროცესების ყველასთვის ცნობილი მაგალითებია ველოსიპედის ტარება, ცურვა, კითხვა, ცეკვა და ა.შ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 787;
Colman, A. M. (2006)Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 70