თავის ტვინის ნერვების მერვე წყვილი შიგნითა ყურში განლაგებული სმენისა და წონასწორობის ორგანოებს ეკუთვნის. სმენის ნერვი შედგება ორი ნაწილისგან: ვესტიბულური ნერვი, რომელიც ვესტიბულური სისტემიდან ატარებს წონასწორობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კოხლეარული ნერვი, რომელიც სმენით ინფორმაციას ატარებს შიგნითა ყურის ლოკოკინაში განლაგებული კორტის ორგანოდან სმენის ქერქამდე.
ანტეროგრადულია ამნეზია, რომლის დროსაც ხდება მისი გამომწვევი ეპიზოდის შემდგომ მიღებული ინფორმაციისა და განვითრებული მოვლენების დავიწყება. ამნეზიის ამ ფორმის დროს ახალი ცოდნის მიღება გართულებულია, პაციენტებს პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან უჭირთ ან საერთოდ არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლენების გახსენება და დროსა და სივრცეში ორიენტაცია. მოტივაცია და მცდელობა დაიმახსოვროს და აღადგინოს ფაქტები არ აუმჯობებსებს გახსენებას.
კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი, ლოკოკინას ნერვი, თავის ტვინის VIII წყვილი ნერვი, ვესტიბულოკოხლეარული ნერვი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 801;
მეტრეველი, ლ. (2007). ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 288;
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 68, 800