Weighted Least Squares
რეგრესიული ანალიზის მეთოდი, როცა პარამეტრების შესაფასებლად გამოიყენება უმცირეს კვადრატთა მეთოდი, მაგრამ მონაცემები „შეწონილია“ რაიმე სხვა ცვლადით. მაგალითად, ყოველი ცდის პირის მონაცემი მრავლდება ამავე ცდის პირის შესაბამის მონაცემზე სხვა ცვლადით. ხშირად წონებად აღებულია დაკვირვებული მონაცემების დისპერსიის შებრუნებული სიდიდე ანუ ძირითადი მონაცემები გარდაიქმნება ახალ მონაცემებად და შემდეგ პარამეტრების შესაფასებლად გამოიყენება უმცირეს კვადრატთა მეთოდი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: