ვაუჩერული სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Voucher System

სამთავრობო დონის ჩარევა როგორც ნაციონალურ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, რომელიც გამოსყიდვად ვაუჩერებს გადასცემს შესაბამის მოქალაქეებს, რათა ღია ბაზარზე სერვისები მათ თავად შეიძინონ. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვაუჩერები საზოგადოებრივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ალტერნატივად მიიჩნევა. აღნიშნული სისტემა აქტიურად გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორებიცაა განათლების პოლიტიკა, ურბანული მართვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ, ვაუჩერული სისტემის გამოყენების შემთხვევაში, თავად სისტემის მომხმარებლებს ფინანსურ ოპერაციებთან პირდაპირი შეხება არ გააჩნიათ და საფინანსო ასიგნებები მთავრობის მიერ მომსახურეობისა და სერვისის მიმწოდებელზე პირდაპირ ტრასნფორმირდება. ასე მაგალითად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადახდა, უშუალოდ სტუდენტის ჩარევის გარეშე, თავად განათლების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სწავლის საფასურის სანაცვლო ვაუჩერების ადეკვატური თანხის ჩარიცხვით ხორციელდება. ვაუჩერული სისტემა აქტიურად გამოიყენება სუბსიდირებადი პროგრამების შემთხვევაშიც. ასე მაგალითად, კომუნალური გადასახადების სამთავრობო სუბსიდირების პირობებში. ვაუჩერების სისტემის გამოყენების იდეა ეკონომისტ მილტონ ფრიდმანს (Milton Freidman,  Capitalism and Freedom, 1962) ეკუთვნის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: