Verification
პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მსჯელობის ან ჰიპოთეზის ჭეშმარიტების დადგენასთან. სოციოლოგიაში ვ. ნიშნავს ჰიპოთეზების შეფასებისა და შემოწმების პროცედურას, რაც გულისხმობს მათ შედარებას ფაქტებთან, რეალურ ვითარებასთან. სწორად წარმართული გამოკვლევის დროს ვ–ის შედეგი შეიძლება იყოს ჰიპოთეზის დამტკიცება (დასაბუთება) ან უარყოფა. სოციალურ მეცნიერებებში ჰიპოთეზების დასაბუთების ემპირიულ მეთოდს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაზე მეტად ის ეფექტურია მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლის დროს. სოციოლოგიაში ვ. ხორციელდება მრავალგვარი სტატისტიკური და სხვა მეთოდის საშუალებით.
კატეგორია: