ურბანული დაგეგმარება/ურბანული განახლება

Urban Planning/Urban Renewal

ქალაქებისა და მათი უბნების ფიზიკური და სოციალური განვითარების მართვის ფორმალური პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული დაგეგმარება მეტად ტექნიკური პროცესია, ის, ამავდროულად, მეტად პოლიტიზირებულიც არის, რადგანაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი ჯგუფები ყოველთვის მზად არიან იბრძოლონ საკუთარი სარგებლისა და შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად. ურბანული განახლებისა და ხელახალი განვითარების ეროვნული პროგრამა შეერთებულ შტატებში 1949 წელს დაიწყო, რათა ურბანული სივრცეები გაეახალგაზრდავებინა ფართომასშტაბიანი ფიზიკური პროექტებით. დასაწყისში აღნიშნული პროგრამა საცხოვრებლის მშენებლობისათვის გამოყოფილ პროგრამას წარმოადგენდა, რომელიც ხელისუფლების მიერ გაცემული სესხის საფუძველზე ხორციელდებოდა. მოგვიანებით კი, როცა პროგრამამ საგრანტო დაფინანსების საფუძველზე დაიწყო ფუნქციონირება  და, შესაბამისად, კერძო ბიზნეს-ინტერესების სამიზნე გახდა, პროგრამამ საკმაოდ მწვავე პოლიტიკური ხასიათი მიიღო და საერთო ჯამში, სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს შორის საზოგადოებრივი სივრცის გასხვისების საკითხზე მწვავე პოლემიკა გამოიწვია. საზოგადოებრივი და დასახლებული სივრცის კომერციალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობა განსაკუთრებით აღიზიანებდა გარემოს დამცველ ორგანიზაციებსა და თავად დასახლებულ სივრცეში მცხოვრებ, ძირითადად, ფერადკანიან მოსახლეობას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: