უპირობო დადებითი განწყობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Unconditional Positive Regard

უპირობო დადებითი განწყობის ცნება კარლ როჯერსს ეკუთვნის, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა დადებითი განწყობის არსებობას ბავშვის აღზრდის პროცესში. უპირობო დადებითი განწყობა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ბავშვს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უყვართ, ეყვარებათ და მოეწონებათ -  იმისდა მიუხედავად, რომ ხანდახან შეცდომებს უშვებენ და ცუდად იქცევიან. როჯერსი თვლიდა, რომ ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მშობლის სიყვარულის დაკარგვის და არ უნდა უწევდეს სიყვარულის დამსახურება და მოპოვება. მშობლის დამოკიდებულება შვილის მიმართ არ უნდა იყოს პირობითი და არ უნდა იყოს ბავშვის ქცევით ან სხვა რამით განპირობებული. ამის ნაცვლად, როჯერსის აზრით, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, ხაზი უნდა გაესვას მის ქცევას და არა ბავშვის პიროვნებას. მაგალითად, თუკი პატარა გიორგი სათამაშოს განზრახ აფუჭებს, მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ არ მოსწონს, როდესაც გიორგი ასე იქცევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრას ბავშვს, რომ  ის არ მოსწონს.

უპირობო დადებითი განწყობა არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრების მანძილზე დიდ როლს თამაშობს პიროვნების კეთილდღეობაში. როჯერსის აზრით, ზრდასრული ადამიანი საჭიროა გრძნობდეს უპირობო დადებით დამოკიდებულებას, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ამაში მოიაზრება უპირობო დადებითი თვითპატივისცემა, საკუთარი თავის სრული მიმღებლობა, იმის მიუხედავად, თუ რა სისუსტეები გააჩნია მას.  ამასთანავე, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ადამიანები ნერვიულობენ, თუ რამდენად მოსწონთ ისინი სხვებს - ეს ტენდენცია ხელს უშლის თვითაქტუალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ როჯერსი  თვლიდა, რომ მოზრდილ ადამიანს აუცილებლად სჭირდება უპირობო დადებითი განწყობის როგორც გაცემა, ასევე მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ახლოს გრძნობს თავს. ეს ხელს უწყობს ინდივიდის რეინტეგრაციისა პროცესს და უფრო ღიას ხდის მას გამოცდილებისადმი, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა თვითაქტუალიზებისა და სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.

უპირობო დადებითი განწყობა თერაპიის პროცესში

კარლ როჯერსსვე ეკუთვნის კლიენტზე ცენტრირებული თერაპია, რომელსაც ასევე პიროვნებაზე ცენტრირებულ თერაპიასაც უწოდებენ. ეს არის მიდგომა, რომელიც აღიქვამს პიროვნებას, როგორც თვითაქტუალიზების პოტენციალის მქონე ინდივიდს. თერაპიის ძირითადად დაშვებას წარმოადგენს შემდეგი ჰიპოთეზა: თუკი თერაპევტები კლიენტების მიმართ გამოიჩენენ უპირობო დადებით განწყობას, კონგრუენტულობასა და ემპათიას, ამით დაეხმარებიან კლიენტს, მიიღოს საკუთარი თავი და განაგრძოს ბუნებრივი განვითარების პროცესი. თერაპიის პროცესში უპირობო დადებითი განწყობა თერაპევტის მხრიდან  კლიენტის გამოცდილების განსჯის, შეფასებისა და კრიტიკის გარეშე მიღებასა და დაფასებას გულისხმობს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: