ლიდერობის თვისებების თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Trait Theory of Leadership

ლიდერობის მიმართ ჩამოყალიბებული ერთ-ერთი პირველი მიდგომა, რომელიც ასკვნის, რომ ლიდერებს განსაკუთრებული თანდაყოლილი თვისებები აქვთ, რაც მათ ფუნდამენტურად განასხვავებს საკუთარი მიმდევრებისაგან. თვისებების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ ადამიანს უნიკალური ლიდერული მახასიათებლები აქვს,რომლებიც მას აძლევს საშუალებას ისეთი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, რის განხორციელებასაც ყველა ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ისინი ლიდერებად არიან „დაბადებულნი“. თვისებების თეორიისათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა კრიტიკა, რომელიც აქცენტს აკეთებდა თვისებების თეორიისუუნარობაზე, გამოერკვია, თუ რომელი თვისებები აყალიბებს ეფექტურ ლიდერს. თვით ყველაზე უფრო ხშირად მოხსენიებული თვისებების ირგვლივ როგორებიცაა გონიერება, ენერგია, წარმატება, დამოკიდებულება და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი კონსესუსი არ არსებობს. ლიდერი შეიძლება წარმატებული იყოს ერთ სფეროში და წარუმატებელი სხვაგან. უკვე არააქტუალურია დავასკვნათ, რომ ადამიანები ლიდერები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ რაღაც თვისებებს ფლობენ და არ გავითვალისწინოთ ბევრი სხვა ცვლადი, რომელიც მათზე ზეგავლენას ახდენს. თვისებების თეორიის წინააღმდეგ დამაჯერებელი არგუმენტები არსებობს. პირველ ყოვლისა, თვისებების თეორია მალევე გახდა გაკიცხვის საგანი, რადგან რეალობა არასოდეს ემთხვეოდა თეორიას. სანაცვლოდ, ორგანიზაციულ თეორიაში დამკვიდრდა ლიდერობის არაერთი ალტერნატიული თეორია, რომელიც გაცილებით მეტი სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: