გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ხარისხის მართვის სფეროში ფართოდ აღიარებული და აპრობირებული ერთ-ერთი ჩარჩო, რომელიც პროდუქტისა და სერვისის წარმოების ხარისხის მართვაში საყოველთაობასა და განგრძობითობაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ხარისხის ტოტალური მართვის ხელის შემშლელი ფაქტორი მოკლევადიან შედეგზე კონცენტრირება (კერძო სექტორში) ან ფასადური ხასიათის შედეგებზე ორიენტირებაა (საჯარო სექტორში). ხარისხის ტოტალური მართვის საყრდენი ორგანიზაციული კულტურის გრძელვადიანი, ხანგრძლივი ეფექტურობისაკენ ცვლილებაა. ფილიპ კროსბი 1979 წელს გამოცემულ წიგნში სათაურით „ხარისხი თავისუფალია“ ამტკიცებს, რომ ორგანიზაციები მომხმარებლის საჭიროებებზე უნდა ფოკუსირდნენ (Philip Crosby, 1979). ხარისხი „უფასოა“ რადგან ინდივიდი ან ორგანიზაცია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის საჩვენებლად ზედმეტად არ იხარჯება. მაგრამ დანახარჯს წარმოადგენს ზედაპირული თვალთმაქცი ხარისხი, რომელიც რეკლამირებულია, მაგრამ არაა ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული. ასეთი ტიპის „ხარისხი“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების თვალში ორგანიზაციის მიმართ დადებით დამოკიდებულებას აქტიურად ამცირებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press