სამპირობიანი ალბათობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Three Term Contingency

მექანიზმი, რომლითაც ორგანიზმი სწავლობს, რომ კონკრეტული სტიმულის შემთხვევაში მისი ქცევა გავლენას მოახდენს გარემოზე.

სამპირობიანი ალბათობის ცნება ეკუთვნის ფ. ბ. სკინერს, რომელმაც შეიმუშავა ფორმულა სტიმული-ქცევა-შედეგი, მას სამპირობიანი ალბათობა უწოდა (იხ. სურათი) და თვლიდან, რომ სწორედ ეს ფორმულა ხსნიდა ადამიანის ქცევის დიდ ნაწილს. სურათზე აღწერილია, როგორ შეიძლება ახსნას სამპირობიანმა ალბათბამ სხვადასხვაგვარი ტიპის ქცევები.

ლაბორატორიულ პირობებში ქცევის შედეგებით მანიპულირებით, დისკრიმინაციული სტიმულის მიწოდებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქცევა. მაგალითად, მტრედს შეიძლება მივაწოდოთ საკვები დისკის კენკვისას მხოლოდ მწვანე შუქის და არა წითელი შუქის ანთების შემთხვევაში. მწვანე შუქი ამ შემთხვევაში დისკრიმინაციული სტიმულია, რომელიც საზღვრავს იმ შემთხვევას, როცა მტრედმა უნდა აკენკოს, ხოლო წითელი შუქი არის დისკრიმინაციული სტიმული, რომელიც საზღვრავს იმ შემთხვევას, როცა მტრედმა არ უნდა აკენკოს. ორგანიზმი სწრაფად სწავლობს პირობების გარჩევას, რეაგირებს რეგულარულად მხოლოდ ერთ სტიმულზე და არ რეაგირებს მეორეზე. სამპირობიანი ალბათობის კომპონენტების კონტროლით შეგვიძლია ქცევა კონკრეტულ კონტექსტში ჩავსვათ.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: