ადამიანის მოტივაციის თეორიაში ფართოდ გავრცელებულ თეორიული ჩარჩოა, რომელიც დროში თანმიმდევრულად, ჯერ თეორია X-ის, შემდეგ კი თეორია Y-ის სახით, ჩამოყალიბდა. მისი ავტორია დუგლას მაკგრეგორი (1906-1946), რომელმაც ადამიანის მოტივაციის შესახებ გამოტანილი დასკვნების საფუძველზე მნიშვნელოვანი მენეჯერული ფილოსოფია დაამკვიდრა. დუგლას მაკგრეგორმა (1906-1946) 1960 წელს გამოცემულ წიგნში „საწარმოს ადამიანური მხარე“ (The Human Size of Enterprise) მენეჯერული ფილოსოფიის სადავო კონცეფციის პოპულარიზება მოახდინა. მაკგრეგორმა ივარაუდა, რომ მენეჯერის შეხედულება ადამიანის ქცევის შესახებ მის მართვის სტილს განსაზღვრავდა. მენეჯერულ მეცნიერებებში ტრადიციული თეორიის დომინირების გამო, მენეჯერთა უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გაითავისა შეხედულებათა წყება, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს გამართლებული.
დ. მაკგრეგორის X-თეორია ემყარება მოსაზრებას, რომლის თანახმად, 1) საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არ მოსწონს მუშაობა; 2) ადამიანთა უმრავლესობა უნდა აიძულო ან დააშინო, რათა ადეკვატური ძალისხმევა ჩადოს სამუშაოში; 3) ადამიანებს ურჩევნიათ მართულნი იყვნენ და გაურბიან პასუხისმგებლობას. ამ თვალსაზრისით, X-თეორია ტრადიციულ სამხედრო ორგანიზაციას უფრო აღწერს და ასეცაა - მისი ფესვები სწორედ სამხედრო ტიპის ორგანიზაციების შესწავლის საფუძველზეა მიღებული. დ. მაკგრეგორის მიერ ჩამოყალიბებული ამ პესიმისტური კონცეფციის საპირისპიროდ, მოგვიანებით, მის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი თეორიული კონსტრუქცია Y-თეორიის სახით, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება X-თეორიას. Y-თეორია ამტკიცებს შემდეგს: 1) სამუშაოსათვის ფიზიკური და გონებრივი ძალისხმევის დახარჯვა ისეთივე ბუნებრივია როგორც თამაში ან დასვენება; 2) ადამიანები გამოიმუშავებენ თვითმართვისა და თვითკონტროლის უნარებს ისეთი მიზნების სამსახურში, რომლის მიმართაც ერთგულნი არიან; 3) პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ამბიციის ნაკლებობა და უსაფრთხოებაზე ხაზგასმა, ძირითადად, გამოცდილების შედეგია და არა ჩვეული ადამიანური მახასითებლები; 4) უნარი, რომ მაღალი დოზით გამოიყენო წარმოსახვა, გონებამახვილობა და კრეატიულობა, ორგანიზაციული პრობლებემის გადაწყვეტისას ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ დუგლას მაკგრეგორის მიერ შემოთავაზებული თეორიული მიდგომები დღემდე პოპულარულია და აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში. თითოეული მათგანის ეფექტურობის შესწავლა კი, დღემდე, საჯარო ადმინისტრირების კვლევაში ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press