ეკოლოგიური ოპტიკის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Theory of Ecological Optics

აღქმის თეორია, რომელიც ხაზს უსვამს სასტიმულო ინფორმაციის მრავალფეროვნებას და აღქმას გარემოს აქტიურ გამოკვლევად მიიჩნევს.

XX საუკუნის 60-იან წლებში ჯეიმს და ელეანორ გიბსონებმა (James Gibson, Eleanor Gibson) აღქმისადმი ძალზე მნიშვნელოვანი მიდგომა შეიმუშავეს. გიბსონი აღქმას ორგანიზმის სტრუქტურის შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ ფიქრობდა, რომ მისი უკეთ გაგება უშუალო გარემოს (ანუ მისი ეკოლოგიის) ანალიზით იყო შესაძლებელი. გიბსონისეული მიდგომა ასე შეიძლება შეჯამდეს: „არ იკითხოთ, რა არის თქვენს თავში, იკითხეთ, რის შიგნითაა თქვენი თავი“. გიბსონის ეკოლოგიური ოპტიკის თეორია გარეგანი სტიმულების თვისებებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე იმ მექანიზმებს, რომლებითაც ამ სტიმულების აღქმა ხდება.

ეს მიდგომა რადიკალურად განსხავდებოდა მანამდე არსებული ყველა თეორიისგან. გიბსონის კონცეფციაში აღქმა გაიგება, როგორც გარემოს აქტიური გამოკვლევა. როდესაც დამკვირვებელი გარემოში მოძრაობს, ბადურაზე სტიმულაციის პატერნი მუდმივად იცვლება დროსა და სივრცეში. ეკოლოგიური ოპტიკის თეორია გარემოს შესახებ იმ ინფორმაციის განსაზღვრას ცდილობს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოძრავი დამკვირვებლის თვალისათვის.

გიბსონის მიმდევარი თეორეტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ პერცეპტული სისტემები განუვითარდათ ორგანიზმებს, რომლებიც რთულ და ცვალებად გარემოში აქტიურები იყვნენ — მოიპოვებდნენ საკვებს, წყალს, მეწყვილესა და თავშესაფარს.

გიბსონის მიხედვით, კითხვაზე „როგორ სწავლობ გარემოს?“ პასუხი საკმაოდ ადვილია. თქვენ გარემოდან პირდაპირ იღებთ ინფორმაციას სენსორული ინფორმაციის ინვარიანტული ანუ სტაბილური თვისებების შესახებ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო პერცეპტული დასკვნის მაღალი დონის ჰიპთეტური კონსტრუქტების შექმნა — აღქმა პირდაპირ, უშუალოდ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გარემოში არსებული თითოეული საგნის რეგინალური ზომა და ფორმა დამკვირვებლიდან საგნის დაშორებულობისა და ხედვის კუთხის მიხედვით იცვლება, ცვლილებები შემთხვევითი არ არის. მეტიც, ეს ცვლილებები სისტემატურია და საგნიდან არეკლილი სინათლისძირითადი თვისებები არ იცვლება (ინვარიანტულია) აღქმის კუთხისა და დაშორების ასეთი ცვლილების პირობებშიც კი. ვიზუალური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ამჩნევს ამ ინვარიანტულობას. ადამიანები ისეთ გარემოში ვითარდებოდნენ, სადაც სწორედ ინვარიანტობის აღქმას ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: