„ტექნიკურის“ და „ბიუროკრატიის“ ერთ ცნებაში გაერთიანება, რომელიც პოსტმოდერნული სამყაროს მაღალტექნოლოგიურ ორგანიზაციულ გარემოს გულისხმობს. ტექნოკრატიის ქვეშ იგულისხმება სისტემა, რომელშიც ადამიანები, აღჭურვილი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნით, აკონტროლებენ საზოგადოებას. საჯარო სექტორში ტექნოკრატიული მართვა სწორედ სპეციფიკური ცოდნის მქონე ადამიანების მიერ განხორციელებულ მართვის სისტემას უკავშირდება. ანალოგიური დატვირთვა ენიჭება ტექნოკრატიულ ბიუროკრატიასაც. თუმცა, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში, განსაკუთრებით კი, დელიბერაციული მმართველობის მოდელის პირობებში, ტექნოკრატიული მართვა გადაწყვეტილებების მიღების ჩაკეტილ, არაინკლუზიურ მოდელთან ასოცირდება და განიხილება, როგორც შემზღუდავი ბარიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ფართო, საზოგადოებრივი მონაწილეობის პირობებში განსახორციელებლად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press