გუნდის ჩამოყალიბება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Team Building

დაგეგმილი და მართული ცვლილება, რომელიც ადამიანების გარკვეულ რაოდენობას მოიცავს და ორგანიზაციაში არსებული კომუნიკაციებისა და სამუშაო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. გუნდის ჩამოყალიბება ყველაზე ეფექტურია, როცა ეს პროცესი პიროვნული და ორგანიზაციული განვითარებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილად გამოიყენება და ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების განხორციელების მიზნით იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციულ თეორიაში გუნდის კონცეფცია, განსაკუთრებით, აქტიურად ჩნდება და ინერგება გასული საუკუნის 80-იან წლებში. მის საფუძვლად აღებულია სპორტული გუნდების ეფექტური ფუნქციონირება. ამ დაშვებით, ბევრმა ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შიდაორგანიზაციული შრომის დანაწილება და მართვა, სწორედ გუნდების მიხედვით დაყოფას დაუქვემდებარა. ჯგუფებისგან განსხვავებით, ოგანიზაციაში გუნდების ჩამოყალიბების მთავარი არსი გაცილებით შეკრული, ერთ მიზანზე ორიენტირებული ერთობის ჩამოყალიბებაა, რომლის თითოეული წევრი თანაბრად იზიარებს გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებას, ისევე როგორც თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას რაიმე ტიპის ჩავარდნაზე. სწორედ ეს ნიშანი გამოარჩევს გუნდს ჯგუფისგან, რომელიც გაცილებით ფორმალიზებული და ნაკლებშეკრულია. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ გუნდის ჩამოყალიბება მაღალი ორგანიზაციული კულტურის მატარებელ ორგანიზაციებში უფრო გვხვდება და საბოლოოდ უზრუნველყოფს გუნდის საფუძველზე მუშაობის პროცესის გაცილებით ინოვაციური გზებით წარმართვას. არსებობს გუნდური დაყოფის საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციებიც, რომლებიც შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევიან: ორგანიზაციის წევრებს შორის საერთო ნდობის არსებობა, ორგანიზაციის ფუნქციონირების ნებისმიერ ეტაპზე, დაწყებული დაგეგმვიდან შესრულებული საქმიანობის შეფასებამდე, ორგანიზაციის წევრთა ჩართულობა, გაზიარებული პასუხისმგებლობები და თვითმენეჯმენტი, გაზიარებული ანგარიშვალდებულება შესასრულებელ საქმესთან მიმართებაში  და გაზიარებული ლიდერობა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: