სვოტ-ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
SWOT Analysis

ორგანიზაციის ძლიერი მხარეების, სისუსტეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების დეტალური ანალიზის განსახორციელებლად შემოთავაზებული ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც დღეს ფართოდ არის  დამკვიდრებული როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში. სახელწოდება მომდინარეობს თავად ამ სისტემისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე აქცენტების სახელწოდებებიდან (Strengths - ძლიერი მხარეები, Weaknesses - სუსტი მხარეები, Opportunities  - შესაძლებლობები, Threats - საფრთხეები) და თავისი არსით აბრევიატურას წარმოადგენს. ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება სტრატეგიული გეგმების სიცოცხლისუნარიანობის შესამოწმებლად. სვოტ-ანალიზი გამოიყენება როგორც ორგანიზაციაში არსებული ვითარების აუდიტის ნაწილი, ორგანიზაციის საქმიანობის შესაფასებლად აბსოლიტური თვალსაზრისით ან კონკურენტ, ან პარალელურ ორგანიზაციასთან მიმართებაში არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად. სვოტ-ანალიზს აქვს ორგანიზაციის როგორც შიდა, ისე გარე რეალობის შეფასების პოტენციალი. ამავდროულად, ეს ტექნიკა აქტიურად შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი ნებისმიერი სახის ცვლილების  განსახორციელებად საჭირო გარემოებების შესასწავლად. მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენება, როგორც საჯარო ადმინისტრირების სფეროს წარმომადგენლები აღიარებენ, ზრდის შესაძლებლობას, რომ მომავალი ცვლილებები შედეგზე ორიენტირებული მოდელის სახით იქნება განხორციელებული, რადგან ის გაცილებით ცხადს და ხელშესახებს ხდის მომავალი განვითარების პერსპექტივებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: