ამერიკის შეერთებულ შტატებში 1976 წელს მიღებული საკანონდებლო აქტების ერთობლიობა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების აქტის სახელით ცნობილი საკანონდებლო ინიციატივის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და რომელმაც, როგორც ნაციონალურ, ისე რეგიონულ და ფედერალურ აღმსასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის გამჭვირვალეობის ვალდებულება დააკისრა. „აისის" კანონების თანახმად, შეერთებული შტატების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებისთვის აუცილებელი ხდებოდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და ასევე, საჯარო განხილვების ორგანიზება საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. „აისის" კანონების არსი სრულ შესაბამისობაშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალისტთა ჩანაწერებთან, რომლებიც ხელისუფლების ძალაუფლების ლეგიტიმურ საფუძველს თავად ამერიკელ ხალხში ხედავდნენ და ასევე კონსტიტუციასთან, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობა არის და უნდა იყოს ამერიკელი ხალხის მსახური და ის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ „აისის" კანონების საფუძველზე აშშ-ში ნაციონალურ, განსაკუთრებით კი, ფედერალურ მთავრობას ასევე ეკისრება ვალდებულება, შეხვედრებსა და განხილვებს მაქსიმალურად საჯარო ხასიათი მისცეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press