დაისის კანონები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sunset Laws

კანონები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სექტორის მიერ განხორციელებული პროგრამების შეწყვეტის დღეს განსაზღვრავს. აღნიშნული ტერმინი, ასევე გამოიყენება საჯარო ინსტიტუტების, სამინისტროებისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაშიც. შესაბამისად, „დაისის“ კანონი არეგულირებს პროგრამული და ინსტიტუციური ლიკვიდაციის ვადებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. სწორედ ამიტომ, „დაისის“ კანონებს ზოგიერთი მკლევარი „შენელებული მოქმედების ნაღმს“ უწოდებს (შაფრიტცი, 2004). „დაისის“ კანონდებლობის ამოქმედება დაკავშირებულია 1970-იან წლებთან, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში დაწყებული მრავალრიცხოვანი საჯარო პროგრამების ლიკვიდაციის აუცილებლობის წინაშე დადგა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „დაისის“ კანონების შემოღება იმთავითვე მოითხოვს შესაწყვეტი პროგრამისა თუ უწყების შეფასებასა და თანამდევი საკანონმდებლო რეგულაციების დაზუსტებას იმ შემთხვევებისთვის, თუკი ლიკვიდაციის შემდეგ ნავარაუდევია აღნიშნული პროგრამების განახლება და უწყებების საქმიანობის  მომავალში სხვა სახით გაგრძელება. „დაისის“ ფორმატით განსაზღვრული შეფასების აუცილებლობა, სწორედ იმის გამო, რომ პროგრამებისა და უწყებების დახურვის პირობებში არიან ჩაყენებული, მკვლევართა შეფასებით, შესაძლებელია, რომ საკმაოდ არაობიექტურად წარიმართოს და ლიკვიდაციის წინაშე მდგომი უწყებიდან და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებიდან შეფასებისთვის საჭირო მონაცემების მიკერძოებულად, მხოლოდ პოზიტიური შეფასებისთვის საჭირო მონაცემების წარმოდგენაში გამოიხატებოდეს.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: