სუბმთავრობები/“რკინის სამკუთხედები“

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Subgovernments/”Iron Triangles”

აღნიშნული ტერმინების ქვეშ მოიაზრება სამი ტიპის აქტორთა - სამთავრობო უწყებების, შესაბამსი საპარლამენტო კომიტეტებისა და დაინტერესებული ჯგუფების ერთობა, რომლის წევრებიც საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაში არიან ერთანეთთან და ორიენტირებულნი არიან საერთო, სასურველი საჯარო პოლტიკური ცვლილებების მიღწევაზე. შესაბამისად, სამთავრობო უწყებების, საპარლამენტო კომიტეტებისა და დაინტერესებული ჯგუფების დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთად ყოფნას საერთო მიზანი განაპირობებს.  მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ „რკინის სამკუთხედის“ თითოეულ წევრს განსხვავებული ფუნქციების შესრულება უწევს. ასე მაგალითად, საპარლამენტო კომიტეტის წევრები ჩართული არიან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებასა და კანონპროექტების შემუშავებაში. მაშინ, როცა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ საჯარო პოლიტიკის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების პროცესში, ხოლო დაინტერესებული ჯგუფების ძირითადი აქცენტი გაწერილი და განხორციელებული პოლიტიკის პროგრამების ეფექტის შეფასება და საკუთარი კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამისი ლობირების გაწევაა. აღნიშნულ აქტორთა შორის საერთო მიზნის მისაღწევად, იკვრება მყარი კავშირი, რომლის აღსაწერად გამოიყენება ოლიგარქიის „რკინის კანონის“ მსგავსი განსაზღვრება „რკინის სამკუთხედის“ სახით. გასათვალისწინებელია, რომ „რკინის სამკუთხედის“ გარდა, ასევე აქტიურად გამოიყენება ტერმინი „საკითხის ქსელიც“, თუმცა, ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი რაოდენობის აქტორთა ნაკრებს მოიცავს და, როგორც წესი, გამოიყენება ისეთი კოალიციის აღსაწერად, რომლის წევრებიც, „რკინის სამკუთხედისგან“ განსხვავებით, კორპორატიული, კერძო ინტერესების დაკმაყოფილების ნაცვლად, გაერთიანებული არიან საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით და მსგავსი საჯარო პოლიტიკის ცვლილებების მისაღწევად სამთავრობო ზეწოლას ახორიციელებენ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

ავტორები: