სტრატეგიის შემუშავების მოდელები

Strategic Development Models

სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში გვხვდება ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელი. საექსპერტო მოდელის შემთხვევაში სტრატეგიას შეიმუშავებს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც მუშაობს მხოლოდ საკუთარ, ვიწრო წრეში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს გარე ინფორმაციით. თანამონაწილეობითი მოდელი კი ეყრდნობა სტრატეგიის შექმნის საზოგადოებრივ პროცესს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ადმინისტრაციის და მისდამი დაქვემდებარებული ერთეულის მუშაკები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

საექსპერტო მოდელის დადებითი მხარეებია: სამუშაოს უმოკლეს დროში დასრულება; ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება; მცირე ჯგუფში მუშაობის ეფექტურობა; პრობლემის მიმართ ობიექტური მიდგომა; კვალიფიკაციის ამაღლება; შედარებით მცირე დანახარჯები, ხოლო უარყოფით მხარეებად შეიძლება დასახელდეს: საზოგადოების მხრიდან გადამოწმებისა და უკუკავშირის შესაძლებლობების ნაკლებობა; ზოგიერთი პრობლემის მნიშვნელობის ზევიდან თავს მოხვევა; პროექტის შემსრულებლის მხრიდან გეგმის მიმართ გარკვეული განცალკევება; გარე პერსპექტივის ნაკლებობა; პროგრამების შემუშავების საკითხებში საკმარისი უნარ-ჩვევების უქონლობა; ადგილობრივი პირობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; შედარებით გაზრდილი დანახარჯები.

რაც შეეხება თანამონაწილეობით მოდელს, მისი დადებითი მხარეა: ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება; საზოგადოების მხრიდან გადამოწმებისა და უკუკავშირის შესაძლებლობა; სტრატეგიის იოლი განხორციელება; ადგილობრივი საზოგადოების ერთიანობის ჩამოყალიბება, ხოლო უარყოფით მხარეებად შესაძლებელია დასახელდეს: სტრატეგიის შემუშავების ხანგრძლივი დრო; მონაწილეობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები; დიდ, მრავალფეროვან ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებული სირთულეები; თუ მუშაობაში მონაწილეობას არ ღებულობენ მოწვეული კონსულტანტები, პრობლემის ობიექტურად შეფასება შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს. ასევე რთული იქნება პროგრამის სწორად შემუშავება და სამუშაო შეხვედრების სწორად ჩატარება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: