პოზიციის ეპისტემოლოგია

Standpoint Epistemology

პოზიციის ეპისტემოლოგია ფემინისტური თეორიიდან განვითარდა. ის ეფუძნება აზრს, რომ ქალები სოციალურ მეცნიერებაში მარგინალიზებულნი არიან და ეწინააღმდეგება ცოდნის მოპოვების გაბატონებულ, პოზიტივისტურ მიდგომას, რომელიც, ფემინისტთა აზრით, პატრიარქალური სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. 

პოზიციის ფემინისტური ეპისტემოლოგია, უპირველეს ყოვლისა, მასკულინურ-მეინსტრიმული მეცნიერების უმთავრეს კრიტერიუმს - ობიექტურობას - დაუპირისპირდა, რადგან მიიჩნევს, რომ მკვლევარი ვერასდროს იქნება ობიექტური პოზიტივისიტური, ღირებულებითი ორიენტაციისა და ინტერესების მიმართ ნეიტრალურობის, აზრით. შესაბამისად, პოზიტივისტების მიერ მეცნიერების ობიექტურობად ნეიტრალურობის გამოცხადება ფარსია. პოზიტივისტ მკვლევართა საწინააღმდეგოდ, ფემინისტი მეცნიერები აღიარებენ მკვლევრის სუბიექტურობას, კვლევისათვის მისი გამოცდილების, თვალსაზრისისა და ინტერესების რელევანტურობას.

ფემინისტური პოზიციის ეპისტემოლოგიის მიზანია ობიექტურობის უფრო მკაცრი, არაპოზიტივისტური ცნების შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს მკვლევრის პოლიტიკური მრწამსისა და გამოცდილების მნიშვნელობას კვლევაში. პოზიციის ეპისტემოლოგიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მტკიცება, რომ ჩაგრულთა გამოცდილება და თვალსაზრისი, მათი პერსპექტივა შეიცავს პოტენციალს სოციალურ სინამდვილეზე ისეთი ჭეშმარიტებების დანახვისა, რომლებიც არ არის ისევე ხელმისაწვდომი სოციალური იერარქიის დომინანტური პოზიციებიდან.

იხილეთ, აგრეთვე: ფემინისტური ეპისტემოლოგია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Harding S. (1993), “Rethinking Standpoint Epistemology: What is Strong Objectivity”, in Cudd and Andreasen, pp. 218-236.

კატეგორია: 
ავტორები: