სოციალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Socialization

ცხოვრების მანძლზე მიმდინარე პროცესი, რომლითაც ინდივიდის ქცევის პატერნები, ღირებულებები, სტანდარტები, უნარები და განწყობები ისეთ ფორმას იღებენ, რომელიც მისაღები იქნება მოცემული საზოგადოებისთვის.

სოციალურ მეცნიერთა უმრავლესობის მიხედვით, სოციალიზაცია, არსებითად მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე დასწავლის პროცესია და, უპირველეს ყოვლისა, მოზრდილებისა და ბავშვების ქცევაზე, რწმენებსა და მოქმედებებზე ახდენს გავლენას.

სოციალიზაციის პროცესში მრავალი ადამიანი (ნათესავები, მეგობრები, მასწავლებლები) და ინსტიტუციაა (სკოლები, ღვთის მსახურების ადგილები) ჩართული, რომელთა ზეგავლენის შედეგადაც ითვისებს ინდივიდი სოციალურად მისაღებ ღირებულებებსა და ქცევის სტანდარტებს. თუმცა, სოციალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და განმაპირობებელი თავად ოჯახია. ოჯახის ცნება იცვლება, ვინაიდან დღესდღეობით მრავალი ბავშვი იზრდება ვითარებაში, რომელიც განსხვავდება ოჯახის სტანდარტული — დედა, მამა, და-ძმები — სტრუქტურისგან: ზოგიერთი ბავშვი მარტოხელა მშობლის ოჯახში იზრდება, ზოგი კი — მრავალი თაობისაგან შემდგარ ოჯახში. განურჩევლად ოჯახის კონფიგურაციისა, ის ეხმარება ინდივიდს სხვებზე რეაგირების ძირითადი პატერნების ჩამოყალიბებაში, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების ცხოვრებისეული სტილის საფუძველი ხდება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Socialization, http://www.britannica.com/topic/socialization (17.09.2015).

კატეგორია: 
ავტორები: