სოციალური მხარდაჭერა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Support

ტერმინი სოციალური მხარდაჭერა 1970-იანი წლებიდან, ერთდროულად ორი სხვადასხვა ავტორისგან იღებს სათავეს, კასელისა და კობისაგან. მართალია საწყის ეტაპზე მათი კონცეპტუალიზაციები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მათგანისათვის ამოსავალი წერტილი იყო პასუხი კითხვაზე: როგორია საზოგადოების როლი ინდივიდის ჯანმრთელობის დაცვასა და შენარჩუნებაში?

სოციალური მხარდაჭერა ეს არის სხვა ადამიანების მხრიდან პიროვნებისთვის სტრესთან გამკლავების მიზნით გაწეული სხვადასხვა ტიპს მხარდაჭერა, იქნება ეს მატერიალური, სოციოემოციური თუ ინფორმაციული.

სოციალური მხარდაჭერა ეს არის დახმარება, რომელიც მიმართულია სტრესში მყოფი ადამიანისაკენ და რომელიც ამცნობს ამ უკასნკნელს, რომ ის არ არის მარტო, რომ მასზე ფიქრობენ, უყვართ, ზრუნავენ და რომ ნაცვლად იზოლირებისა და საკუთარ თავში ჩაკეტვისა, იგი გარშემომყოფებთან ურთიერთობასა და ურთიერთვალდებულებების ქსელშია ჩართული.

სოციალური მხარდაჭერის წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერ ადამიანი, რომელთანაც გვაქვს კონტაქტი: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ა.შ.

როგორც კვლევებმა ცხადყო, სოციალური მხარდაჭერის წვლილი სტრესის შემცირებაში ძალიან მაღალია. თუმცა გარდა სტრესული მოვლენების მარეგულირებელი და დამაბალანსებელი კომპონენტისა, როგორც სამედიცინო სფეროში არსებულმა ემპირიულმა მასალებმა ცხადყო, სოციალურ მხარდაჭერას ძალუძს დიაგნოსტირებული პაციენტის დაავადებისგან განკურნების გაუამჯობესება და დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკის შემცირება. 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Goldsmith, J. (2004) Communicating Social Support. Cambridge Unisversity press. 

კატეგორია: 
ავტორები: