სოციალური ინტელექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Intelligence

სოციალური ინტელექტის თეორიის მიხედვით, რომელიც ნენსი კენტორსა და კოლეგებს ეკუთვნით, სოციალური ინტელექტი იმ გამოცდილებას ეხება, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეული ამოცანების საკუთარ განცდაში შემოაქვთ.

სოციალური ინტელექტის თეორია პიროვნების თეორიას განეკუთვნება, ხოლო თავად ცნება პირველად თორნდაიკმა განმარტა, რომელიც ამ კონსტრუქტის ქვეშ ინდივიდის ისეთ უნარებს მოიაზრებდა, როგორებიცაა სხვა ადამიანების გაგებისა და ადაპტურ სოციალურ ინტერაქციაში შესვლის შესაძლებლობა.

კენტორის განსაზღვრება მნიშვნელოვნად განსხვავდება სოციალური ინტელექტის არსებული განსაზღვრებებისგან. ეს თეორია სოციალურ ინტელექტს შედარებადი, განზომილების მქონე მახასიათებლის ან მახასიათებლების ჯგუფის ნაცვლად სხვა რაკურსიდან განიხილავს. საწყისი დაშვება, რომელსაც თეორია ეფუძნება, შემდეგია - სოციალური ქცევა ჭკვიანურია, ე.ი. გაშუალებულია ისეთი კოგნიტური პროცესებით, როგორებიცაა აღქმა, მეხსიერება, მსჯელობის უნარი, პრობლეის გადაჭრის უნარი და ა.შ. შესაბამისად, სოციალურ ქცევებში, მაგალითად, პიროვნების საჯარო მანიფესტაციებში არსებულ ინდივიდუალურ განსხვავებებს ინდივიდების სხვადასხვა სახის ცოდნა წარმოშობს. სოციალურ ცოდნის დონეებში განსხვავება სოციალური ქცევის სხვადასხვაობას განაპირობებს, თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ სოციალური ინტელექტის გასაზომი ინსტრუმენტები ავაგოთ.

პიროვნების სოციალური ინტელექტის თეორიის მიხედვით, მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად მაღალი სოციალური ინტელექტი აქვს პიროვნებას, არამედ ის თუ რა ტიპის სოციალურ ინტელექტს ფლობს.

კენტორმა და კოლეგებმა ინდივიდუალური განსხვავებების სამი ტიპი გამოყვეს:

  1. ცხოვრებისეული მიზნების არჩევანი - ადამიანები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა მიზნები და ამოცანებია მათთვის პრირიტეტული და მნიშვნელოვანი;
  2. სოციალური ინტერაქციების შესბამისი ცოდნა - ადამიანები, ასევე იმითაც განსხვავდებიან, თუ რა ტიპის გამოცდიელბა შემოაქვთ სოციალური პრობლემისა და ამოცანის გადაწყეტისას.
  3. მიზნების განხორციელების სტრატეგიები - აქ მოიაზრება პრობლემის გადაწყვეტის განსხვავებული სტრატეგიები.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Sternberg (2000), Handbook of intelligence, 2nd ed. (pp. 359-379). Cambridge, U.K.: Cambridge University Press.

კატეგორია: 
ავტორები: