ძილის ციკლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sleep Cycle

ცირკადული რიტმის ერთი მესამედი ქცევით უძრაობას ეთმობა, რომელსაც ძილს ვუწოდებთ. ბევრი რამ, რაც ძილის შესახებ არის ცნობილი, ტვინის ელექტრულ აქტივობას უკავშირდება. ძილის კვლევაში მეთოდოლოგიური გარდატეხა 1937 წელს მოხდა, როცა გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც მძინარე ადამიანის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ელექტროენცეფალოგრამის (ეეგ) სახით ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. ეეგ უზრუნველყოფს ძილისა და ღვიძილის პერიოდებში ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ცვლილებების ობიექტურ და მიმდინარე გაზომვას. ეეგ-ს საშუალებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის ტალღები იცვლება ძილის განმავლობაში და ეს ცვლა სისტემატურ, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად ხასიათს ატარებს.

ძილის სფეროში შემდეგი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო თვალების სწრაფი მოძრაობის (REM – Repid eye movement) დაფიქსირება,რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს თავს ძილის განმავლობაში. პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანსარ აღენიშნება REM, თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე ძილს (non-REM ანუ NEM) უწოდებენ. REM და NREM ძილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის — სიზმრისათვის.

როგორც კი დასაძინებლად მზადებას დავიწყებთ, ეეგ დააფიქსირებს, რომ თავის ტვინის ტალღების სიხშირეა დაახლოებით14 ციკლი წამში (ცწ/ჰერცი). როდესაც კომფორტულად მოვეწყობით საწოლში და მოვდუნდებით,თავის ტვინის ტალღები შენელებას დაიწყებს 8-12 ცწ/ჰერცამდე. როდესაც ჩაგვეძინება, იწყება ძილის ციკლი, რომლის თითოეული ფაზა  განსხვავებულ ეეგ-ის პატერნს აჩვენებს (იხ. სურათი). პირველ ფაზაზე ეეგ 3-დან 7 ცწ/ჰერცამდე თავის ტვინის ტალღებს აჩვენებს. მეორე ფაზის მანძილზე მიღებული ეეგ-ის ძილის ღერძს უწოდებენ, როცა ელექტრული აქტივობა წუთში 12-16 ცწ/ჰერცია. ძილის შემდეგ ორ ფაზაზე (ფაზა 3 და 4) გადავდივართ რელაქსირებული ძილის ძალიან ღრმა მდგომარეობაში ანუ ძალზე ღრმად გვძინავს. თავის ტვინის ტალღები ნელდება 1-2 ცწ/ჰერცამდე, მცირდება, ასევე, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე. ბოლო ფაზაზე ისევ მატულობს თავის ტვინის ელექტრული აქტივობა და ეეგ-ის ჩანაწერი 1 და 2 ფაზების ჩანაწერს ემსგავსება. სწორედ ამ ფაზაზეა REM ძილი და ვხედავთ სიზმარს. (ვინაიდან REM ძილის დროს ჩაწერილი ეეგ მღვიძარი ადამიანის ჩანაწერს ჰგავს, REM ძილს პარადოქსალურ ძილსაც უწოდებენ).

ძილის პირველი ოთხი ფაზის გავლას, რომელიც მთლიანობაში NREM ძილს ქმნის, დაახლოებით 90წთ სჭირდება, REM ძილი კი დაახლოებით 10 წთ-ს გრძელდება. ღამის ძილის განმავლობაში ამ 100 წთ-იან ციკლს 4-6-ჯერ გავდივართ. თითოეულ ციკლში ღრმა ძილისთვის (3 და 4 ფაზებისთვის) განკუთვნილი დრო მცირდება, ხოლო REMძილზე დახარჯული დრო იზრდება. ბოლო ციკლში უკვე თითქმის 1 სთ-ს ვუთმობთ REM ძილს. მთლიანობაში ძილის 75-80% NREM ძილს ეთმობა, 20-25% კი - REM ძილს.

ყველას არ ძინავს ერთნაირი ხანგრძლივობით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისათვის არსებობს ძილის გენეტიკურად განპირობებული საჭიროება,ძილის რეალური „რაოდენობა“, რომელსაც იღებს თითოეული ინდივიდი, ცნობიერი ქმედებების მნიშვნელოვან ზეგავლენას განიცდის. ადამიანები აქტიურად აკონტროლებენ ძილის ხანგრძლივობას სხვადასხვა საშუალებით, როგორიცაა გვიან დაძინება ან მაღვიძარის გამოყენება. ძილის ხანგრძლივობას, ასევე აკონტროლებს ცირკადული რიტმი; ამიტომ არის, რომ დაძინების დრო (ანუ როდის ვიძინებთ) გავლენას ახდენს ძილის ხანგრძლივობაზე. NREM და REM ძილის ადეკვატური, ჩათვლით. ამ შემთხვევაში მეტია ალბათობა იმისა, რომ საწოლშიგატარებული დრო უახლოვდება ჩვენი ცირკადული რიტმის ძილის ფაზას.

ძილის პატერნი მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. თავდაპირველად, ჩვილებს დღეში 16 საათი სძინავთ, რომლის თითქმის ნახევარს REM ძილი იკავებს. 50 წლის ასაკში შეიძლება მხოლოდ 6 საათი ეძინოს ადამიანს და მთელი ამ დროის მხოლოდ 20% ეთმობოდეს REM ძილს. ახალგაზრდებს, ჩვეულებრივ, 7-8 საათი ძინავთ, რომელშიც 20% REM ძილს უკავია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: