ცირკადული რიტმი

Circadian Rhythm

ორგანიზმის აქტივობის შინაგანი საათით დეტერმინირებული მდგრადი პატერნი, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 24 ან 25 საათს გრძელდება.

ყველა ცოცხალი არსება განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას და სინქრონიზდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი.  შინაგანი საათის მიხედვით იცვლება სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა და ჰორმონალური აქტივობა. ეს პროცესები, უმეტესწილად, შუადღით აღწევენ აქტივობის პიკს, ხოლო ღამით მაქსიმალურად მცირდებიან. ორგანიზმში არსებული საათი ზუსტად არ ემთხვევა ასტრონომიულ საათს — ის 24.18-საათიანია. თუმცა, ჩვენ მზის ამოსვლა ყოველდღიურად გვეხმარება 24-საათიან ციკლთან შეგუებაში.

ცირკადული რიტმის ცნება შემოტანა ამერიკელმა ფიზიოლოგმა ფრანც ჰალბერგმა (Franz Halberg).  ცირკადული რიტმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “circa dies”, რაც ნიშნავს „დღის შესახებ“. ცირკდული რიტმები რეგულირება თავის ტვინის ჰიპოთალამუსში, კერძოდ,  სუპრაქიაზმატურ ბირთვში, რომელიც, ამავე დროს, არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლსა და  სხეულის ტემპერატურას.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: