სექსუალური შევიწროება

Sexual Harassment

ინდივიდის ან ჯგუფის ქმედებები, რომლებიც  ორგანიზაციაში და მის ფარგლებს მიღმა სექსუალურად შეურაცხმყოფელ სამუშაო გარემოს აყალიბებს. როგორც წესი, ხელმძღვანელი ან თამაშრომელი რომელიც შესაფერის პოზიციაშია, რომ კონტროლი დაამყაროს ან გავლენა მოახდინოს სხვის სამუშაოს შესრულებაზე, კარიერულ წინსვლაზე ან დამატებითი წამახალისებელი პირობების შექმნაზე, იყენებს მის ხელთარსებულ ძალაუფლებას, რათა სექსუალური სარგებელი მიიღოს ან უარის შემთხვევაში დასაჯოს თანამშრომელი. სექსუალური შევიწროვების ნებისმიერი გამოვლენა როგორც თავად ორგანიზაციაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა მერყეობს შეუსაბამო სექსუალური ინსინუაციებიდან (ცილისწამება, სიტყვის ჩაკვრა, ხუმრობა, საკუთარ თავზე კეთილგანწყობის შექმნა) იძულებით სექსუალურ ურთიერთობებამდე.

შეერთებულ შტატებში 1980 წელს, როცა ფედერალურმა სასამართლომ, მრავალი სარჩელის შემთხვევაში გამოიტანა განჩინება, რომ სექსუალური შევიწროება წარმოადგენდა სქესობრივ დისკრიმინაციას, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისამ იურიდიულად სავალდებულო წესები შეიმუშავა, რომლებიც ნათლად აყალიბებდნენ დამსაქმებლის ვალდებულებებს სექსუალური ძალადობის, შევიწროვებისა და დაშინებისაგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. 1986 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ განამტკიცა ეს მოთხოვნა, როდესაც Meritor Savings Bank v. Vinson ქეისის/სარჩელის დროს მიიჩნია, რომ სექსუალური ძალადობა, რომელიც მტრულ და შეურაცხმყოფელ სამუშაო გარემოს ქმნიდა, თუნდაც ეკონომიკური დანაკარგის გარეშე, იმ ადამიანისთვის, რომელზეც იძალადეს, სამოქალაქო უფლებების 1964 წლის აქტის დარღვევას წარმოადგენდა.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: