სქესობრივი განსხვავებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sex Differences

ბიოლოგიური საფუძვლის მქონე მახასიათებლები, რომლებიც მამრობით სქესს განასხვავებს მდედრობითისგან.

ამ მახასიათებლებში შედის განსხვავებული რეპროდუქციული ფუნქციები, ჰორმონალური და ანატომიური სხვაობები. ეს განსხვავებები უნივერსალურია, ბიოლოგიურად არის განპირობებული და არ ექვემდებარება სოციალურ ზეგავლენას. დროთა განმავლობაში მათ გარკვეული ტრადიციული სოციალური როლების ჩამოყალიბებაც განაპირობეს. მაგალითად, ვინაიდან ქალებს შეეძლოთ ბავშვების ძუძუთი გამოკვება, პრეისტორიულ ადამიანებს შეიძლება გადაეწყვიტათ, რომ ქალი ოჯახთან ახლოს უნდა ყოფილიყო და შვილებზე უნდა ეზრუნა, მამაკაცს კი უნდა ენადირა ოჯახისათვის საკვებისმოსაპოვებლად.

სქესობრივი განსხვავებებით შეიძლება, აიხსნას ისიც, რომ ჩვილობის შემდეგ ბიჭები ფიზიკურად უფრო აქტიურები და აგრესიულები არიან, ვიდრე გოგონები. მთელ მსოფლიოში ბიჭებს უფრო მეტად ახასიათებთ უხეში თამაშებისკენ მიდრეკილება, ვიდრე გოგონებს. ეს განსხვავება, ნაწილობრივ, სქესობრივ ჰორმონებს უკავშირდება. ბიოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება, განაპირობოს ქცევითი დისპოზიციები. მკვლევრებმა იციან, რომ სქესობრივი ჰორმონები ზემოქმედებს სოციალურ თამაშზე, რადგან ახალგაზრდა მდედრ და მამრ ვირთხებსა და მაიმუნებზე დაკვირვებამ იგივე ქცევითი განსხვავებები გამოავლინა, რაც ადამიანებში. მამრი ცხოველები ფიზიკური თამაშის ენერგიულ ფორმებს მიმართავენ, რაც მსხვილ მოტორულ აქტივობას გულისხმობს. მდედრი ცხოველები კი ისეთი მოქმედებებით არიან დაკავებულნი, რომლებიც წვრილ მოტორულ უნარ-ჩვევებს საჭიროებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: