სამეცნიერო მენეჯმენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Scientific Management

მართვის სისტემატური მიდგომა, რომელიც მოცემული ამოცანის გადასაჭრელად „ერთადერთ საუკეთესო გზას“ ეძებს, ყველაზე სწრაფი, ეფექტური და ნაკლებად დამღლელი წარმოების მეთოდების აღმოჩენის გზით. მართვის სამეცნიერო ორგანიზაციის მოძრაობის ფუძემდებლად ფრედერიკ ტეილორი მიიჩნევა (Frederick Winslow Taylor - 1856-1915). მან ორგანიზაციაში დროისა და მოძრაობის სწავლებებს განვითარებას გაუკაფა გზა. ეს მოძრაობა ცნობილია როგორც „ტეილორიზმი“ ან „ტეილორის სისტემა”.  მართვის სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელსაც ტეილორი და მისი კოლეგები იკვლევდნენ, არ იყო განცალკევებული აღმოჩენა. ის უფრო ტეილორის და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი მეთოდებისა და ორგანიზაციული მართვის პრინციპების ერთობლიობაა, გათვლილი წარმოების  სიჩქარისა და ეფექტურობის გასაზრდელად. ფ.ტეილორს უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა 1912 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტის სპეციალური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლამ, სადაც მას საკუთარი იდეების წარდგენის საშუალება მიეცა. ფ.ტეილორის ყოვლისმომცველი მოხსენება მართვის სამეცნიერო ორგანიზაციის პრინციპებს ეხებოდა, რასაც თვითონ მართვის მოვალეობებს უწოდებდა. იგი მიიჩნევდა, რომ 1) მართვის ტრადიციული, შემთხვევითი შერჩევის (thumb methods) პრინციპით მუშაობის მეთოდი უნდა შეცვლილიყო უფრო სისტემური, სამეცნიერო მეთოდებით, რომლებიც ინდივიდუალური სამუშაოს შემადგენელ ნაწილებს გაზომავდნენ; 2) მომუშავეთა შერჩევისა და თანმიმდევრულობის სამეცნიერო შესწავლა სამუშაო როლებზე მათი ოპტიმალური განაწილების მიზნით უნდა განხორციელებულიყო; 3) სამეცნიერო პრინციპების სრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, მომუშავეთა თანამშრომლობის ხელისშეწყობა იყო საჭირო; 4) სამუშაო როლებისა და მოვალეობების მიხედვით დასაქმებულთა და ხელმძღვანელთა როლები მკაცრად დიფერენცირებული უნდა ყოფილიყო.

ფ. ტეილორისა და მისი კოლეგების მიერ შემუშავებული სამეცნიერო მენეჯმენტის პრინციპები, დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ მარტივი და გასაგები ჩანს, მაგრამ 1912 წელს ისინი რევოლუციურ ხასიათს ატარებდნენ. თავად ფ.ტეილორი თავის წიგნში “მართვის სამეცნიერო ორგანიზების პრინცპიები” (Principles of Scientific Management, 1911) ხაზს უსვამდა, რომ: „მართვის სამეცნიერო ორგანიზება შეიძლება სულაც არ გულისხმობდეს დიდ გამოგონებას ან ახალი გასაოცარი ფაქტების აღმოჩენას. მიუხედავად ამისა, იგი მოიცავს იმ ელემენტების გარკვეულ კომბინაციას, რომელიც წარსულში არ არსებობდა. კერძოდ, აუცილებელი ხდება ძველი ცოდნის თავმოყრა, გაანალიზება, დაჯგუფება და კლასიფიცირება  კანონებად და წესებად ისე, რომ მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნა მოხერხდეს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: