პოპულაციიდან აღებული n მოცულობის მქონე ყველა შესაძლო შერჩევიდან მიღებული სტატისტიკის მნიშვნელობების ალბათური თეორიული განაწილება. სხვადასხვა შერჩევიდან გამოთვლილი სტატისტიკის მნიშვნელობები ცხადია რომელიღაც შემთხვევითი ცვლადის (შემთხვევითი სიდიდის) მნიშვნელობებია. სწორედ ამ შემთხვევითი სიდიდის განაწილებას (განაწილების კანონს ან განაწილების ფუნქციას) ეწოდება შერჩევითი განაწილება. მაგალითად, ცნობილია, რომ პოპულაციიდან აღებული ყველა n მოცულობის შერჩევისათვის გამოთვლილი საშუალო არითმეტიკულების განაწილება უახლოვდება ნორმალურ განაწილებას, როცა n უსასრულოდ იზრდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა