რისკების მართვა/მენეჯმენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Risk Management

ტერმინი რისკების მენეჯმენტი საკმაოდ ახალია. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში წარმოიშვა. იგი მიზნად ისახავდა მომხმარებლების მიერ სადაზღვევო პოლისების შეძენის ეფექტურობას, თუმცა ალტერნატიული მოსაზრების მიხედვით, რისკების მენეჯმენტთან მიახლოებულ თემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1738 წელს დაიწყო შვეიცარიელმა მათემატიკოსმა დანიილ ბერნულლიმ, რომელაც ალბათობის თეორიას სარგებლიანობის თეორია დაუკავშირა (Saunders, 2006). მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მკვლევარმა ფალტონმა შეიმუშავა რეგრესიის თეორია, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული მოვლენის ნორმიდან გადახრის დონეს, ხოლო 1953 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ჰარი მაკროვიჩმა, საკუთარ სტატიაში აღწერა „დივერსიფიცირებული დაბანდება“. მან აღწერა პროცესი, თუ რა მეთოდებით იყო შესაძლებელი ფულადი დაბანდების წინასწარი გათვლა და მოსალოდნელ და რეალურ მოგებას შორის განსხვავების მინიმუმამდე დაყვანა. ყველა ეს ნაშრომი განიხილავდა რისკებისა და კრიზისის მართვის პროცესს. ისევე როგორც საჯარო ადმინისტრირების ბევრი მეთოდი, ეს ტერმინებიც საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში სწორედ კერძო სექტორიდან შემოვიდა (Thoyts, 2010).

დღეს, საფრთხეზე რეაგირების ორი განსხვავებული მეთოდი არსებობს: რეაქტიული და პროაქტიული. რეაქტიული ჯგუფები, რომელთაც მეხანძრეებს უწოდებენ, მოქმედებას იწყებენ პრობლემის გაჩენისთანავე და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე ცდილობონ, იპოვონ გამოსავალი კრიზისული ვითარებიდან. სერიოზული პრობლემები, რომლებიც ხშირად სერიოზულ ცვლილებების გატარებას ითხოვს, მნიშვნელოვნად აყოვნებს პროექტის განხორციელებას, იწვევს კრიზისს და ცვლის სამუშაო გრაფიკს. თავის მხრივ, პრაქტიკული ჯგუფები პოტენციურ რისკებზე ზრუნვას პროექტის განხორციელებისთანავე იწყებენ და ცდილობენ ან, საერთოდ, თავიდან აიცილონ საფრთხე ან დაძლიონ კრიზისული ვითარება წინასწარ განსაზღვრული გეგმით (Rejda, 2013). კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია რისკის იდენტიფიკაცია. იგი გულისხმობს ზემოქმედების შედეგის განსაზღვრას,რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი. მოცემულ ეტაპზე ხდება რისკის მოძიება და მისი დეტალური აღწერა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ნაბიჯზე მოხდეს ყველა პოტენციური რისკის იდენტიფიცირება, რათა ისინი გამოაშკარავეს, ვიდრე ისინი კრიზისში გადაიზრდება. (კეკენაძე, ნ. (2015, დეკემბერი). რისკებისა და კრიზისების მართვა.მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: