როდესაც ნერვული უჯრედი არ არის აქტიური ანუ მოსვენებულია, მის შიდა არეში დაახლოებით ათჯერ უფრო მეტი კალიუმის იონია, ვიდრე გარეთ, ხოლო ნატრიუმის იონთა კონცენტრაცია, პირიქით, გარეთ უფრო მეტია. მემბრანა სრულყოფილი ბარიერი არ არის. ის საშუალებას აძლეს ნატრიუმის იონებს შეაღწიონ უჯრედის შიგნით. ამის აღსაკვეთად არსებობს სატრანსპორტო მექანიზმები მემბრანის შიგნით, რომლებიც „გამოტუმბავენ“ ნატრიუმს და „ჩატუმბავენ“ კალიუმს. ამ ტუმბოთა წარმატებული მუშაობის შედეგად სითხე უჯრედის შინით უარყოფითადაა დამუხტული (70/1000 ვოლტი), უჯრედგარე სივრცესთან შედარებით. ეს კი ნიშნავს, რომ უჯრედის შიდა გარემო პოლარიზებულია. სწორედ ამ პოლარიზაციას ეწოდება მოსვენების პოტენციალი. ის ქმნის იმ ელექტროქიმიურ გარემოს, რომელშიც ნერვულ უჯრედს შეუძლია მოქმედების პოტენციალის წარმოქმნა.
ამრიგად, მოსვემენის პოტენციალი არის ნეირონის შიდა არეში არსებული უჯრედული სითხის პოლარიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების პოტენციალის წარმოქმნის უნარს. ნერვული უჯრედი მოსვენების პოტენციალიდან მოქმედების პოტენციალზე გადასვლას აღმაგზნებელი ან შემაკავებელი ინფორმაციის საპასუხოდ იწყებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.