პასუხის სისტემური შეცდომა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Response Bias

პასუხის სისტემური შეცდომა ეწოდება სისტემატურ ტენდენციას, რომელიც შედეგია არასენსორული ხასიათის ფაქტორების ზემოქმედებისა დამკვირვებელზე და გარკვეული გზით რეაგირებას განაპირობებს. მაგალითად, თუ ინდივიდი მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტში, რომელშიც სუსტი სინათლის შემჩნევა ევალება  და ექსპერიმენტატორი პირველ სერიაში ყოველ სწორ „დიახზე“  და მეორე სერიაში ყოველ „არა ზე“ 5 ლარს უხდის, ხოლო არასწორ პასუხზე 2 ლარით აჯარიმებს, დაჯილდოების ამგვარი სტრუქტურა შექმნის გადახრას პასუხის სისტემურ შეცდომაში ერთი სერიიდან მეორეში გადასვლისას. ცდის პირი მიდრეკილი იქნება „დიახ“ უფრო ხშირად თქვას პირველ სერიაში, ვიდრე მეორეში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა წარმოდგენილი სტიმულები ერთნაირად შესამჩნევი იქნება.

პასუხის სისტემური შეცდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თვითანგარიშის ტიპის კითხვარების შევსებისას. ეს არის ტენდენცია, რომლის დროსაც კვლევაში მონაწილე სუბიექტი ერთი ტიპის პასუხებს სცემს კითხვებს,  მაგალითად, ირჩევს მხოლოდ უკიდურესად ექსტრემალურ პასუხს და ნაკლებად აქცევს ყურადღებას კითვის შინაარსს, ან სოციალურად სასურველ პასუხს ხაზავს, გულწრფელი პასუხის ნაცვლად. ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული - სიტუაციური ფაქტორებით, დროის სიმცირით, დებულებების ფორმატით ან კითხვარში შემავალი წინა დებულებების გავლენით.

პასუხის სისტემური შეცდომით გამოწვეული მცდარი მონაცემები განსაკუთრებით ხშირად ისეთი ტიპის თვითანგარიშის კითხვარებში გვხვდება, რომლებიც რასისტულ დამოკიდებულებას, არანორმატულ სექსუალობას, სასურველ ან დევიაციურ ქცევებს ზომავენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

Andrews, M. (1991) Measures of  personality and Social Psychological Attitudes. Accademic Press.

 

კატეგორია: 
ავტორები: