რეზიდუალური (ნარჩენი) სტრესის პატერნი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Residual Stress Patern

რეზიდუალური სტრესის პატერნი ეწოდება ქრონიკულ სინდრომს, რომელშიც პოსტტრავმული ემოციური რეაქციები ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდება. პოსტტრავმული სტრესის ემოციური რეაქციები შეიძლება მწვავედ გამოვლინდეს უშუალოდ კატასტროფის შემდეგ და რამდენიმე თვეში შემცირდეს ან განაგრძონ არსებობა და ქრონიკულ სინდრომად ჩამოყალიბდნენ. რეზიდუალური სტრესი ზოგჯერ თვეებისა და წლების მანძილზეც გრძელდება და განისაზღვრება, როგორც ტრავმით გამოწვეული  ღრმა და დროში სტაბილური ეფექტები.

პოლიციელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც კი, განსაკუთრებით სარისკო და სტრესულ სიტუაციებში წლების მანძილზე მომუშავე პოლიციელები ჰიპერ სიფხიზლესა და სტრესის თავიდან არიდების რეაქციას ავლედნენ სამსახურისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციებშიც. რეზიდუალური სტრესის გავლენით მათ სტრესული სიტუაციების გენერალიზება მოახდინეს და ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო მოვლენა, რომელიც შფოთვას გამოიწვევდა. თავის მხრივ, ამგვარი ქცევა ხელს უშლიდა პოლიციელებს სოციალურ ცხოვრებაში და სამოქალაქო გარემოსთან ადაპტაციაში, რადგან ვერ ახერხებდნენ სოციალური წრის შენარჩუნებას და ადეკვატურად ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, კლინიკოსები დღესაც ხშირად ხვდებიან კორეის, ვიეტნამისა თუ სხვა ომების ვეტერანებს, რომელთაც რეზიდუალური პოსტტრავმული სტრესის აშლილობები აღენიშნებათ, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ სტრესისგან „განკურნება“ ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Volanti, J.; Paton, D. (1997) Police Trauma: Psychological Aftermath of Civilian Combat. Charles-Thomas Publisher LTD, Springfield

კატეგორია: 
ავტორები: