რაიმე მოსაზრება (ვარაუდი) პოპულაციის რიცხვითი მახასიათებლების ან მისი განაწილების კანონის შესახებ, დებულება ორ ან მეტ ცვლადს შორის მოსალოდნელი კავშირის შესახებ. ჰიპოთეზათა შემოწმების ტესტში ყოველთვის ფიგურირებს ორი ჰიპოთეზა: ნულოვანი ჰიპოთეზა H0 და ალტერნატიური ჰიპოთეზა Ha. ჰიპოთეზათა ფორმულირება ყოველთვის ხდება მონაცემთა შეგროვების წინ. მაგალითად, პოპულაციის საშუალოს შესახებ ნულოვანი ჰიპოთეზა ხშირად ასეთი სახისაა H0:μ=μ0.
ალტერნატიული ჰიპოთეზა შეიძლება იყოს სამი სახის:
ორმხრივი ალტერნატიული ჰიპოთეზა Ha:μ≠μ0
მარჯვენა ცალმხრივი Ha:μ>μ0
მარცხენა ცალმხრივი Ha:μ<μ0
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჰიპოთეზათა ფორმულირება ხდება შერჩევიდან მიღებული ინფორმაციის წინ. ითვალისწინებენ სიტუაციის ცოდნას და არა იმას, რა მივიღეთ შერჩევაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა