რეპრეზენტატული შერჩევა ეწოდება შერჩევის ტიპს, რომელიც იმეორებს პოპულაციის ისეთ ზოგად მახასიათებლებს, როგორებიცაა სქესი, ასაკი და ა.შ. იმისთვის, რომ კვლევის შედეგად გენერალიზებული დასკვნა გააკეთოთ, აუცილებელია, კვლევის მონაწილეთა შერჩევა რეპრეზენტატული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მაგალითად კვლევაში მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ან 25-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანები იღებენ მონაწილეობას, შეუძლებელი იქნება მიღებული შედეგების მთელ პოპულაციაზე განზოგადება.
რეპრეზენტატული შერჩევა ნიშნავს, რომ შერჩევითი ერთობლიობის პარამეტრები ზუსტად ასახავს გენერალურ ერთობლიობას, რის გამოც მკვლევარს შეუძლია იკვლიოს ადამიანთა მცირე ჯგუფი, მაგრამ შედეგები მთელ გენერალურ ერთობლიობაზე განაზოგადოს.
ითვლება, რომ კარგი შერჩევა აუცილებლად რეპრეზენტატული უნდა იყოს და თანაბრად ასახავდეს პოპულაციაში არსებულ გადანაწილებას ზემოთქმული მახასიათებლების მიხედვით. ამ ასპექტით შემთხვევითი შერჩევა უფრო ეფექტურად ფარავს რეპრეზენტატულობის კრიტერიუმს, ვიდრე მიზნობრივი შერჩევა. მიზნობრივი შერჩევა თავისი მახასიათებლების გამო ძირეულად განსხვავდება ზოგადი პოპულაციის მახასიათებლებისგან.
შემთხვევითი რეპრეზენტატული შერჩევის დროს მკვლევარმა მხედველობაში უნდა იქონიოს ორი მთავარი პრინციპი:
- შერჩევის მახასიათებლები ზუსტად უნდა ასახავდეს იმ პოპულაციის მახასიათებლებს, საიდანაც აიღეს
- პოპულაციაში შემავალ თითოეულ ერთეულს შერჩევაში მოხვედრის თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს
ვიდეო - რეპრეზენტატული შერჩევა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო, (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
წულაძე ლ., (2008) რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი
Nestor, P.G., Russel, K. S., (2012) Research Methods in Psychology. Sage Publications Ltd. London, UK
Johnson, B., Christensen, L., (2012) Educational Research: Quantitative, Qualitative and Mixed Approaches. Sage Publications Ltd. London. Uk