ამომრჩევლისათვის კონსტიტუციის, საკანონმდებლო რეგულაციების ან სამთავრობო გადაწყვეტილებების შესწორების მიზნით, მოქალაქეებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების გადაცემა. რეფერენდუმის მსგავს უფლებადმოსილებათა დელეგირების პოტენციალს შეიცავს, ასევე პეტიციაც ან საკანონდებლო ვეტოს დადების უფლებსამოსილება, იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩევლების საკმარისი პროცენტის/რაოდენობის ხელმოწერის შემთხვევაში მოქალაქეების მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ გადაწყვეტილებას საბოლოო გადაწყვეტილების ძალა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ნაციონალურ დონეზე რეფერნდუმის განხორციელების საკმაოდ მცირე შესაძლებლობები არსებობს, პრაქტიკულად ყველა შტატი ატარებს რეფერენდუმს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ადგილობრივი მთავრობებიც იყენებენ რეფერენდუმს, განსაკუთრებით, როცა კანონი ითხოვს მისი მეშვეობით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ საკითხთა შორისაა კაპიტალური პროექტიების სესხის პირობით დაფინანსების გადაწყვეტილება, რომელიც რეფერენდუმის წესით უნდა იყოს მხარდაჭერილი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press