რაციონალურობა და მისი ფემინისტური კრიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rationality and Its Feminist Critique

ქალების ტრადიციულმა ასოციაციამ ემოციებთან, ხოლო კაცებისა - რაციონალურობასთან საფუძველი ჩაუყარა გენდერულად კოდირებულ დიქოტომიას ემოციური/რაციონალური. არსებობს რამდენიმე ფემინისტური მიდგომა ამ დიქოტომიასთან. ერთ-ერთის მიხედვით, აუცილებელია ამ დიქოტომიის (ისევე, როგორც თვითონ ფემინური/მასკულინური დიქოტომიის) ეჭვქვეშ დაყენება, მის საფუძვლად მდებარე დაშვებებისა და მისი შედეგების გამოაშკარავება.

სხვა მიდგომის მიხედვით, აუცილებელია „ფემინურისა“ და მასთან დაკავშირებული ემოციურობის ხელახლა ისე გააზრება, რომ შედეგად მოგვცეს მათი ღირებულების აღიარება და მათი დაფასება. ამ მიდგომის თანახმად, გაბატონებული იდეა, რომ ემოციურობა დესტრუქციული ძალაა, მასკულინური მიკერძოების გამოხატულებაა და ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ქალისა და მისი გამოცდილების გაუფასურება ხდება მამაკაცების მიერ დომინრებულ კულტურაში. ფემინისტი ეპისტემოლოგების მტკიცებით, აუცილებელია რაციონალურობისა და ცოდნის ხელახლა გააზრება იმგვარად, რომ მოხდეს ემოციურობის კოგნიტური როლისა და ღირებულების გათვალისწინება. ხოლო ფემინისტური ეთიკის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ემოციები, რომლებიც ზრუნვასა და ურთიერთობებს უკავშირდება, მნიშვნელოვანია მორალური განვითარებისთვის.

ეს მიდგომები აუცილებლად ურთიერთდაპირისპირებული არ არის, ისინი ხშირად ურთიერთშემავსებელია. თუმცა ვხვდებით ფემინისტ თეორეტიკოსებსაც, რომელთათვისაც ემოციურობისა და ქალურობის დაფასების პროექტი აუცილებლად მოიცავს რაციონალურობის იდეალის რადიკალურ კრიტიკას და მის აღიარებას მასკულინური დომინაციის იარაღად.

იხილეთ, აგრეთვე: სუბიექტურობა და სხეული

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Jaggar, A. (1996) 'Love and Knowledge: Emotion in Feminist Epistemology', in A.Garry and M. Pearsall (eds) Women, Knowledge, and Reality: Explorations in Feminist Philosophy, London and New York: Routledge, 2nd edn.

Encyclopedia of Feminist Theories, Edited by Lorraine Code. London and New York

კატეგორია: 
ავტორები: