დაპროგრამებული გადაწყვეტილებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Programmed Decisions

ორგანიზაციული გადაწყვეტილებები იყოფა ორ ჯგუფად: დაპროგრამებულ და დაუპროგრამებელ გადაწყვეტილებებად. ტერმინი „დაპროგრამებული“ გადაწყვეტილებები პირველად გამოიყენა ნობელის პრემიის ლაურიატმა, ჰერბერტ საიმონმა, რომელმაც ის აიღო კომპიუტერული ტექნოლოგიის ტერმინოლოგიიდან. პროგრამირების პირობებში გადაწყვეტილებათა შესაძლო ალტერნატივების რიცხვი შეზღუდულია და არჩევანი კეთდება ორგანიზაციისთვის მიცემული მიმართულებების საზღვრებში. ამით მცირდება შეცდომის დაშვების ალბათობა და იზოგება დრო, ვინაიდან სპეციალისტებს არ უწევთ ახალი პროცედურის დამუშავება ყოველთვის, როცა წარმოიქმნება შესაბამისი სიტუაცია. მაგალითად, სავადმყოფოში მედდების მუშაობის გრაფიკის შედგენისას შეიძლება ტრადიციული მეთოდით განსაზღვრული თანაფარდობის დაცვა პაციენტებისა და მომსახურე პერსონალის რაოდენობას შორის. თუ საავადმყოფოს შინაგანაწესის მიხედვით დადგენილია, რომ ყოველ ხუთ პაციენტზე საჭიროა ერთი მედდა, გადაწყვეტილება მიიღება ავტომატურად - 50 პაციენტზე საავადმყოფოში საჭიროა 10 მედდა. მენეჯერისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფუძნება სწორი და სასურველი გადაწყვეტილების მიღების დადგენილ პროცედურას. თუ დაპროგრამებული პროცედურა არასაიმედო და არასასურველია, არაეფექტიანია მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაც. ამის გამო, მენეჯერი კარგავს პატივისცემას, რაზეც გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დაპროგრამებული გადაწყვეტილების მიღების პროცედურის შეცვლა. სასურველია, დაპროგრამებული გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე წინასწარ აცნობონ მათ, ვინც უნდა გამოიყენოს ის.

გარკვეული ზომით ახალ სიტუაციებში, რომლებიც არ არის სტრუქტურირებული შინაგანად ან მას თან ახლავს უცნობი ფაქტორები, გამოიყენება დაუპროგრამებელი გადაწყვეტილებები. ასეთ გადაწყვეტილებებს შეიძლება მიეკუთვნოს პროდუქციის ხარისხის, დიზაინის გაუმჯობესების, მმართველობითი ქვედანაყოფების სტრუქტურის სრულყოფის, ხელქვეითთა მოტივაციის გაძლიერების გადაწყვეტილებები. პრაქტიკაში ცოტაა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს წმინდა სახით დაპროგრამებულ ან დაუპროგრამებელ გადაწყვეტილებას. ისინი უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაპროგრამებულ და დაუპროგრამებელ გადაწყვეტილებებს შორის. (დავითაშვილი, თ. (2015, დეკემბერი). გადაწყვეტილების მიღება საჯარო ადმინისტრირებაში. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: