პრინციპის და აგენტის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Principal-Agent Theory

საჯარო ადმინისტრირების თეორიაში ფართოდ აპრობირებული თეორიული მიდგომა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პრინციპსა და აგენტს შორის ურთიერთობაზე. პრინციპის სახით განიხილება საჯარო სექტორის საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყება, ორგანიზაცია ან კონკრეტული პირი, ხოლო აგენტში შესასრულებელი საქმიანობის განხორციელებაში უშუალოდ ჩართული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც აგენტის დაკვეთას ასრულებს. მსგავსი ურთიერთობები ყალიბდება ხელმძღვანელ თანამდებობის პირსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის. პრინციპსა და აგენტს შორის ურთიერთობის ფორმალიზაციის საშუალებად მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება განიხილება. სწორედ ამ მიზეზით, ეს თეორია საკონტრაქტო პირობით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტურობის შეფასების ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, პრინციპი სამთავრობო სააგენტოს სახით უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს, მომსახურე პერსონალის დახმარებას და ანაზღაურებას დაქირავებული აგენტის მიმართ, რომლებიც ვალდებული არიან შეასრულონ პრინციპის დირექტივები. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარეს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, საკონტრაქტო შეთანხმება, განსაკუთრებით, იმ პირობებში, თუკი საკონტრაქტო ურთიერთობების ნებისმიერი დეტალი მხარეებს შორის არ იქნა წინასწარ შეთანხებული და კონტრაქტში ასახული,  ნაკლებად შესრულებადი ხდება.

ხშირად, კონფლიქტი წარმოიშვება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო. მნიშვნელოვანია, რომ პრინციპი-აგენტს შორის ურთიერთობაში იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი, ინფორმაციული ასიმეტრია და მორალური რისკი. სამივე ტიპის პრობლემა პრინციპისა და აგენტის ინტერესებს შორის თანხვედრის შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს, აგენტს ყოველთვის ექნება სურვილი, მორალური რისკის ქვეშ დააყონოს პრინციპთან შეთანხმებული საქმიანობის ჯეროვანი შესრულება. თუმცა, ამის ობიექტურ შესაძლებლობას ქმნის გარემოება, რომლის პირობებში პრინციპსა და აგენტს შორის შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ინფორმაციის არათანაბარი გაცვლა ახლავს თან. ასეთ შემთხვევაში, აგენტს ყოველთვის შეუძლია ამტკიცოს, რომ არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას შესასრულებელი საქმიანობის შესახებ. აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს შესასრულებელი საქმიანობის ვადები, ხარისხი, პირობები და ა.შ.   

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: