პოსტტრავმული ზრდა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Posttraumatic Growth

დადებით ცვლილებების ერთობლიობა, რომელსაც სტრესულ, პრობლემურ სიტუაციასთან, მოვლენასთან გამკლავების მიზნით ფსიქოლოგიური და კოგნიტური მცდელობების შედეგად განიცდის პიროვნება.

პოსტტრავმული ზრდა დღეისათვის ყველაზე დამკვირდებული ტერმინია, რომლითაც კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის ის სფერო აღინიშნება, რომელიც დაინტერესებულია სტრესული/ტრავმული გამოცდილების შემდეგ აღძრული დადებითი ცვლილებების შესწავლით.

პოსტტრავმული ზრდის ურთიერთჩანაცვლებად ცნებებად ზოგიერთი ავტორი ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორებიცაა პოზიტიური ცვლილებები მსოფლმხედველობაში, სტრესთან დაკავშირებული ზრდა, სარგებლის პოვნა, აღქმული ან კონსტრუირებული სარგებელი, პოზიტიური ცვლილება, საზრისის პოვნა და პოზიტიური გვერდითი ეფექტები.

პოსტტრავმული ზრდის ორი ძირითადი თეორია არსებობს: ორგანიზმული ღირებულების თეორია, რომელიც იოსებსა და ლინსის ეკუთვნით და ტრანსფორმაციული მოდელი, რომელიც ტედესკიმ და კალჰოუნმა წარმოადგინეს 20 წლის წინ. სწორედ ეს მოდელია ამჟამად წამყვანი თეორიული ჩარჩო როგორც თავად ტერმინის, კონსტრუქტის განმარტებისთვის, ისე — პოსტტრავმული ზრდის მიმართულებით წარმოებული კვლევებისთვის.

ტრანსფორმაციული მოდელის მიხედვით, პოსტტრავმულ ზრდაში მოიაზრება ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებსაც ადამიანები სტრესული და ტრავმული მოვლენების შემდეგ განიცდიან (Powell, et. al., 2003). მოდელის ავტორების (Tedeschi & Calhoun, 1996, 2004) მიხედვით, ტერმინი „პოსტტრავმული ზრდა“ ისეთ ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებსაც ინდივიდი ადაპტაციის უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს, ვიდრე ტრავმულ გამოცდილებამდე იყო. შესაბამისად, ეს თვისებრივი ცვლილებაა ფუნქციონირებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა უშუალოდ ტრავმის შედეგი არ არის და ის ფაქტი, რომ პიროვნება მეტ-ნაკლებად იზრდება ტრავმული გამოცდილების შემდეგ, არ ნიშნავს, რომ ტრავმის თანმდევი უარყოფითი გამოცდილება ქრება. გარდა ამისა, ზრდის ფენომენი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად ტრავმა წყვეტს არსებობას, როგორც დისტრესის მომტანი მოვლენა. ტედესკისა და კალჰოუნის მიხედვით, პოსტტრავმული ზრდა ფსიქოლოგიური გადარჩენის მცდელობის შედეგად მიიღწევა და ის უპრობლემოდ შეიძლება თანაარსებობდეს ტრავმული გამოცდილების რეზიდუალურ დისტრესთან.

ავტორები, ასევე, მიუთითებენ, რომ პოსტტრავმული ზრდა სამ სხვადასხვა სფეროში შეიძლება შეინიშნებოდეს, ესენია: (ა) თვითაღქმა ანუ ადამიანს ეცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, (ბ) სხვებისადმი დამოკიდებულება ანუ ადამიანი გადააფასებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და მათთან ურთიერთობას და (გ) ზოგადი ცხოვრებისეული ფილოსოფია ანუ ადამიანი ხელახლა გაიაზრებს საკუთარ სულიერ, რელიგიურ, ღირებულებით ორიენტაციებს. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს სამი მიმართულება მათ მიერვე შექმნილ 21-დებულებიან კითხვარში, რომელიც სწორედ ამ ცვლილებების გასაზომად არის მოწოდებული, ხუთი ფაქტორით აღიწერება (Tedeschi & Calhoun, 1995). ეს ფაქტორებია: სხვებთან ურთიერთობა, ახალი შესაძლებლობები, პიროვნული, სპირიტუალური ცვლილება და ცხოვრების (Tedeschi and Calhoun, 1996).

რაც შეეხება პოსტტრავმული ზრდის კონსტრუქტის კვლევას და საკვლევ ინსტრუმენტს ქართულ პოპულაციაზე, დღეისათვის ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვლევა არსებობს (მაგალითისთვის იხ. Khechuashvili, 2014a, 2014b; ხეჩუაშვილი, 2015; ფანჯიკიძე, სადისერტაციო ნაშრომი).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

ფანჯიკიძე, მ. (2015).  პოსტტრავმული ზრდის, ოჯახის ფუნქციონირებისა და ემოციური ინტელექტის ურთიერთმიმართება.

http://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_fsiqologia/mariam_fanjikidze.pdf

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პოსტტრავმული ზრდის კითხვარის ქართული ვერსიის ფსიქომეტრული მახასიათებლები. GESJ:Education Sciences and Psychology // 2015 | No.4(36), pp. 59-74.

Khechuashvili, L. (2014a). Cross Cultural Adaptation of Posttraumatic Growth Inventory and Psychological Well-Being ScaInveles for Georgia Population. GESJ:Education Sciences and Psychology // 2014 | No.4(30), pp. 53-64 (http://gesj.internet- academy.org.ge/download.php?id=2337.pdf)

Khechuashvili, L. (2014b). Comparative study of psychological well-being and posttraumatic growth indicators in IDP and non-IDP citizens of Georgia. GESJ: Education Sciences and Psychology // 2014 | No. 6(32), pp. 52-58 (http://gesj.internet- academy.org.ge/download.php?id=2369.pdf).

Powell, S., Rosner, R., Butollo, W., Tedeschi, R. G., Calhoun, L. G. (2003). Posttraumatic Growth after war: a study with former refugees and displaces people in Sarajevo. Journal of Clinical Psychology, 59(1), 71-83.

Tedeschi, R. G., & Calhoun, L. G. (1995). Trauma and Transformation: Growing in the aftermath of suffering. Thousand Oaks, CA: Sage Publication.

Tedeschi, R. G. and Calhoun L. G.0. (1996). The Posttraumatic Growth Inventory: Measuring the Positive Legacy of Trauma. Journal of Traumatic Stress, Vol. 9, No.3.

Tedeschi R. G., and Calhoun, L. G. (2004). Posttraumatic Growth: Conceptual Foundations and Empirical Evidence in Psychological Inquiry. An Interpersonal Journal for the Advancements of Psychological Theory, Vol. 15, Issue 1, 1-18.

კატეგორია: 
ავტორები: