პოლიტიკური სწავლების ტიპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Political Type of Policy Learning

პოლიტიკური სწავლება მნიშვნელოვნად განსხვავდება ინსტრუმენტული და სოციალური სწავლებისგან იმით, რომ საჯარო პრობლემების მოგვარების ინოვაციური მიდგომები, უმეტესწილად, მიწოდებულია პოლიტიკური ზეწოლის პირობებში ამა თუ იმ პოლიტიკის აქტორის ან აქტორთა გაერთიანებების მიერ, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ არსებულ სისტემებს და ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას საკუთარი ხედვების პრაქტიკაში რეალიზაციის მიზნით. მსგავსი პოლიტიკური სწავლების მაგალითად გამოდგება შეერთებულ შტატებში ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გარემოს დამცველი ორგანიზაციების აქტივობები, რომლებმაც საუკეთესოდ გამოიყენეს 1979 წლის 28 მარტს პენსილვანიის შტატში მდებარე სამი მილის კუნძულის სახელით ცნობილ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი მცირე რაოდენობით რადიოაქტიური აირისა და იოდის გაჟონვა ბირთვული ენერგიის საწინააღმდეგო კამპანიის გასაშლელად და საზოგადოებრივი ცნობიერების შესაცვლელად. გასათვალისწინებელია, რომ გარემოსდამცველების მიერ წამოწყებულ კამპანიასა და ატომური ენერგიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლას შედეგად მოჰყვა ატომური ენერგიის წარმოებაში ახალი რეგულაციების დანერგვა და ასევე ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის შეჩერება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: