პოლიტიკური ეკონომია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Political Economy

ტრადიციულად, მართვის ხელოვნების ის სფეროა, რომელიც დაკავშირებულია ხალხების სიმდიდრის მიზეზებისა და ბუნების სისტემატურ შესწავლასთან. დღეს ტერმინი ხშირად და არც თუ მთლად მართებულად, ეკონომიკური სტრატეგიის პოლიტიკური ასპექტების შემუშავების აღსანიშნავად იხმარება. მიუხედავად ამისა, პ. ე-ში სამი ტრადიციული მიმართულების გამოყოფა შეიძლება, რომელიც პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაზე დღესაც დიდ გავლენას ახდენენ. უპირველეს ყოვლისა, არის ტრადიციული კლასიკური პ. ე., მარქსისტული სკოლა და, ბოლოს, პ. ე., რომელიც ეკონომიკისა და მართვის ურთიერთკავშირის შესახებ ჰიპოთეზების შესამოწმებლად სტატისტიკასა და მოდელირების ტექნიკას იყენებს. პ. ე. როგორც დისციპლინა, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში ნამატი პროდუქტის დაგროვებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პოლიტიკურ პრობლემებს აანალიზებს, აბათილებს სოციალურ მსჯელობას ამ თანამედროვე მეცნიერების ვიწრო გაგების შესახებ. ცდილობენ რა თავიდან აიცილონ ის იდეოლოგიური ასოციაცია, რასაც თვით ტერმინი პ. ე. იწვევს, მეცნიერ-პოლიტოლოგთა სულ უფრო დიდი ნაწილი ეკონომიკური მეცნიერების პოლიტიკური ასპექტების სფეროში მუშაობს და, ძირითადად, ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებაში პოლიტიკოსების როლისა და პოლიტიკურ პროცესებზე მათი ზეგავლენის საკითხებს შეისწავლის. თანამედროვე პ. ე-ის მეთოდოლოგია და თეორია მნიშვნელოვანწილად სტატისტიკურ და ეკონომიკურ მოდელირებას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ ჰიპოთეზები არგუმენტირებული უნდა იყოს. დაშვებული უნდა იყოს, აგრეთვე, გაბათილების შესაძლებლობაც. მაგ., პოლიტიკური საქმიანი ციკლი, რომლის თანახმადაც, არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით, ხშირად მთავრობა დროებით მის მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსზე უარს ამბობს იმ პოლიტიკის სასარგებლოდ, რომელიც ელექტორატში პოპულარობის ზრდას უზრუნველყოფს და იყენებს პ. ე-ის მეცნიერებაში კარგად ცნობილ ჰიპოთეზას. დღეისათვის პ. ე-ის კლასიკური და მარქსისტული მიმართულებები არა თუ შენარჩუნებულია, არამედ შემდგომ განვითარებასა და გავრცელებას პოვებს, რადგანაც ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის სკოლის წარმომადგენლები ხშირად უარს ამბობენ გაიზიარონ კაპიტალისტური წარმოებისა და განაწილების პოლიტიკური ბაზისი და მისი სოციალური შედეგები.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: