პოლიტიკის შესრულება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Performance

პოლიტიკის შესრულება არის საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის პირობებშიც ხდება განხორციელებული პოლიტიკის კურსების შედეგების ანალიზი. შესრულების გაზომვა ხორციელდება პოლიტიკის კურსის (სტრატეგია, პროგრამა, პროექტი) წინასწარ გაწერილ მიზნებთან და მოსალოდნელ შედეგებთან შედარების საფუძველზე. პრაქტიკაში, პოლიტიკის შესრულება არასოდესაა სრულყოფილი და მის საფუძველზე მიღებული შედეგები სასურველ შედეგებთან შესაბამისობას ნაკლებად ავლენს. პრობლემები იშვიათად გვარდება სრულყოფილად, რის გამოც პოლიტიკის შესრულების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დადგეს: (1) პრობლემის ხელახალი მოგვარების აუცილებლობა (Resolved), (2) პრობლემის ხელახალი ფორმულირების საჭიროება (Reformulation), ან (3) იმის აღიარება, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია (Unresolved). მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იმის მიუხედავად, პრობლემა მოგვარდება, ხელახლა ფორმულირდება თუ ვერ მოგვარდება, საჭიროა ინფორმაციის დაფიქსირება პოლიტიკის შედეგების შესასწავლად, ისევე როგორც ეს არსებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს პრობლემის გადაწყვეტის შემდგომ გაუმჯობესების სტრატეგიის დასახვას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: