პოლიტიკის ჩავარდნები და ინოვაციები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Failure and Innovations

როგორც ზევით იყო აღნიშნული, პოლიტიკის ჩავარდნები, მიუხედავად მათი უარყოფითი შედეგისა, მნიშვნელოვან პოტენციალსაც შეიცავს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით და მათი მეშვეობით ქმნის მომავალში მნიშვნელოვანი წინსვლის შესაძლებლობებს, ეს კი, ხშირ შემთხვევაში, ინოვაციური ცვლილებების განხორციელების საფუძველიც ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვქონდეს წარმოდგენა სწავლების ამა თუ იმ ტიპზე და მის შედეგად ინოვაციების დანერგვისა და განხორციელების შესაძლებლობების შესახებ. გამოიყოფა პოლიტიკის სწავლების სამი ტიპი: ინსტრუმენტული, სოციალური და პოლიტიკური. თითოეული მათგანი წარმოადგენს პოლიტიკაზე ორიენტირებული ცოდნის (policy-oriented learning) ტიპს, რომლის დაგროვებაც ხორციელდება პოლიტიკის წარსული გამოცდილებების საფუძველზე და უზრუნველყოფს სტიმულს შემდგომი სწავლებისა და უკეთესი პოლიტიკის შესაქმნელად. პოლიტიკის ჩავარდნები უზრუნველყოფს ცვლილებების საჭიროებასა და მანამდე აპრობირებული სისტემების ნაცვლად, ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური ცხოვრება გადატვირთულია საჯარო პოლიტიკის პრობლემების მოგვარების ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ალტერნატივების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობით და პოლიტიკის ჩავარდნები და ამის საფუძველზე მიღებული ცოდნა, ხშირ შემთხვევაში, ეხმარება პოლიტიკის აქტორებს, რათა დაარწმუნოს ინოვაციური ხედვის უპირატესობაში.

შესაბამისად, ინოვაციების დასანერგად და პრაქტიკაში განსახორციელებლად აქტიურად შეიძლება ვიხელმძღვანელოთ დღემდე არსებული სისტემების წარუმატებელი და არაეფექტური მოქმედებით. პოლიტიკის ჩავარდნები, რამდენადაც გასაკვირად არ უნდა გვეჩვენოს, ხშირად განაპირობებს როგორც ინსტრუმენტული, ისე სოციალური და პოლიტიკური დონეზე ინოვაციური გადაწყვეტის სისტემების მხარდაჭერას.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: