პოლიტიკის აქტორი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Actor

წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის ინიცირების, დღის წესრიგის ფორმირების, პოლიტიკის ფორმულირების, პოლიტიკის დამტკიცების, პოლიტიკის განხორციელებისა და შეფასების პროცესში ჩართულ პოტენციურ მონაწილეთა ნაკრებს, რომლებიც მეტაფორულად პოლიტიკის, როგორც „სპექტაკლის“ მონაწილეები არიან. პოლიტიკის აქტორის ტერმინი მიესადაგება, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ასევე ორგანიზაციებს. აქტორი შეიძლება იყოს პიროვნება, რომელიც პრეზიდენტის ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო მულტინაციონალური კორპორაციების სახით. პოლიტიკის აქტორი მეტად ფართო ცნებაა და იგი გვეხმარება მოვლენების მიუკერძოებელ სისტემურ ანალიზში. აქტორული ანალიზის განსახორციელებლად საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში ხშირად გამოიყენება სპეციფიკური მოთოდიც, რომელიც დაინტერესებული მხარეების ანალიზის (stakeholder analysis) სახელითაა ცნობილი. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: