დაგეგმვა/ყოვლისმომცველი გეგმა/გენერალური გეგმა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Planning/Comprehensive Plan/Master Plan

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივ დონეზე ინდივიდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მომავლის გადაწყვეტილებების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევის ფორმალური სისტემა, რომელიც არასოდეს ხდება ვაკუუმში. ის თვისებრივად, სწორედ იმის გამო, რომ დაგეგმვა დღეს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პრეროგატივას ნაკლებად წარმოადგენს და მაქსიმალურად ღია პროცესის სახით უნდა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის პრინციპების დაცვით, ხშირად, პოლიტიკურ პროცესად და დაპირისპირებული ფასეულობებისა და ინტერესების მქონე აქტორთა წინააღმდეგობის არეალად იქცევა. განსაკუთრებული ხაზგასმა კეთდება იმაზე, რომ ყოვლისმომცველი და გენერალური გეგმების შემუშავების პროცესი სწორედ ჩართულობით, ფართო დელიბერაციული პროცედურის გზით იქნეს მიღწეული, ვინაიდან მსგავსი გეგმების წარუმატებლობა მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და გარე აქტორების მიერ გაპროტესტებული ნაკლებად იყოს. შესაბამისად, გეგმის წარმატება დამოკიდებულია დაგეგმვის პროცესზე პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობაზე. მსგავსი რეალობა ალექსანდრე ჰამილტონმა ფედერალისტთა ჩანაწერებში ჯერ კიდევ 1788 წელს (Federalist No.70) გაითვალისწინა: „ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ დაგეგმვაში ან იმიტომ, რომ დაგეგმვა განახორციელა ისეთმა პირმა, რომელიც მათ არ მოსწონთ“. დაგეგმვის პროცესის საფუძველზე არაერთი დოკუმენტი დგება. მათ შორისაა ადგილობრივი მთავრობის ყოვლისმომცველი და გენერალური განვითარების გეგმები, რომლებიც გრძელვადიან პოლიტიკას ადგენენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურისდიქციის შემდგომი განვითრებისათვის. ეს დოკუმენტები ძირითადი დამფინანსებელი უწყებების მიერ არის მოთხოვნილი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა, რომელსაც სურს სანამ გრანტს გასცემს, დაინახოს, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტები ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და ამოცანებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: